ვარჯიშის ნაცვლად Fort Boyard!
Aa
Aa

ვარჯიშის ნაცვლად Fort Boyard! "მარსელმა" ადილ რამი გუნდიდან გაუშვა

ადილ რამი „მარსელის“ ფეხბურთელი აღარაა. როგორც ირკვევა ფრანგულმა გუნდმა 33 წლის მცველი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ამ უკანასკნელმა ვარჯიში გააცდინა და მოგვიანებით Fort Boyard-ში მიიღო მონაწილეობა.

რამის „ტულუზასთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სადაც მან ტრავმა მიიღო, გუნდთან ერთად 20 მაისს უნდა ევარჯიშა, თუმცა ბაზაზე არ გამოცხადებულა.

უცხოური პრესის ცნობით ვარჯიშზე მისვლის ნაცვლად რამიმ სატელევიზიო შოუ Fort Boyard-ის გადაღებებზე იმყოფებოდა, რამაც „მარსელის“ მესვეურები გააღიზიანა.

The Sun-ის ცნობით კლუბის ადვოკატებმა 33 წლის უკანახაზელის წარმომადგენლებს უკვე შეატყობინეს, რომ ფრანგულმა გუნდმა მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

აღნიშნული ინფორმაცია L'Equipe-მაც დაადასტურა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები