ახალგაზრდა წყალბურთელებმა მოგებით დაიწყეს
Aa
Aa

ახალგაზრდა წყალბურთელებმა მოგებით დაიწყეს

დღეს თბილისში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

17 წლამდე კონტინეტის პირველობას ოლიმპიური აუზი მასპინძლობს.

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა რუმინელი თანატოლები დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 12:10 დაამარცხეს.

მომდევნო მატჩს სოსო მაისურაძეს გაწვრთნილი გუნდი ხვალ მონტენეგროსთან გამართავს, რომელმაც თავის შეხვედრაში საბერძნეთთან ანგარიშით 8:4 წააგო.

მონტენეგროსთან გასამართი ორთაბრძოლა 19:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატი კი 18 აგვისტოს დასრულდება.

ცხელი ამბები