მაიკ პერის საშინელი ტრავმა
Aa
Aa

მაიკ პერის საშინელი ტრავმა

MMA-ის მებრძოლმა, მაიკ პერიმ UFC Fight Night 156-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში მძიმე ტრავმა მიიღო.

ვისენტე ლუკემ მესამე რაუნდის ბოლოს ამერიკელ სპორტსმენს სახეში მუხლი მოარტყა. ორივე მოკრივე ოქტაგონზე დაეცა და პერის ცხვირიდან სისხლი წასკდა. მიუხედავად ამისა, დაპირისპირება არ შეწყვეტილა და ლუკე მოწინააღმდეგის მოგუდვის ილეთით დამარცხებას ცდილობდა, თუმცა მიჩიგანელი გმირი არ დანებდა და გამარჯვებული მსაჯებმა გამოავლინეს.

არბიტრების რჩეული ლუკე გახდა, რომელმაც ზედრამატული ჯახი მოიგო - 29-28, 28-29, 29-28. თუმცა გამარჯვების მიუხედავად, UFC-ის გულშემატკივრებს მაიკ პერი უფრო დაამახსოვრდებათ.

აღსანიშნავია, რომ იმავე საღამოს რაულიან პაივამაც მძიმე დაზიანება მიიღო.