რუსეთის ქალ ფრენბურთელთა ნაკრების მწვრთნელის ასისტენტის ამაზრზენი ჟესტი
რუსეთის ქალ ფრენბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. სერხიო ბუსატოს რასიზმში სდებენ ბრალს.
რუსეთის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრმა ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე სამხრეთ კორეის დამარცხება ამაზრზენი ჟესტით აღნიშნა და წვრილი თვალების იმიტაცია გააკეთა.
სამხრეთ კორეის ფრენბურთის ასოციაცია მომხდარით შეძრწუნებულია და ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციაში სარჩელის შეტანას გეგმავს. თუმცა ამ უკანასკნელს დაკონკრეტებული არ აქვს, რასიზმში შემჩნეული პიროვნებები რა სახის სასჯელს მიიღებენ, რაც უამრავ კითხვას ბადებს.
თავად ბუსატო გაოცებულია და უკვირს კორეელებმა მისი ჟესტი შეურაცხყოფად რატომ მიიღეს. სერხიოს თქმით მან უბრალოდ 2020 წლის ოლიმპიადაზე გასვლა აღნიშნა.
ბუსატო იტალიელია და რუსულ ფრენბურთში 1999 წლიდან მოღვაწეობს. 2012 წელს მან კაცთა გუნდთან ერთად ოლიმპიური ოქრო დაისაკუთრა.