ტაისონი დოპინგ-ტესტზე შვილებისა და მეუღლის შარდს აბარებდა
Aa
Aa

ტაისონი დოპინგ-ტესტზე შვილებისა და მეუღლის შარდს აბარებდა

მაიკ ტაისონი კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, რაც რინგზე არაერთხელ დაამტკიცა. 1986 წელს „რკინის მაიკი“ მძიმეწონით დივიზიონში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა და მაშინ ტაისონს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველბდნენ.

თუმცა მაიკი სკანდალში რეგულარულად ეხვეოდა და ამან მის კარიერაზე უარყოფითი გავლენა იქონია. წარსულის შესახებ ტაისონმა ESPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოპინგ-ტესტზე მეუღლისა და შვილების შარდს აბარებდა ხოლმე.

„დოპინგ-ტესტზე ჩემი მეუღლის შარდს ვიყენებდი. ერთხელ მან მითხრა: „როცა შედეგებს გაიგებენ გეტყვიან, რომ ორსულად ხარ“. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი შვილების შარდი გამომეყენებინა“.

კითხვაზე თუ როგორ ახერხებდა სამედიცინო პერსონალის მოტყუებას, ტაისონმა განაცხადა: „არსებობს ასეთი მოწყობილობა, whizzinator, იგივე ხელოვნური პენისი. მამაკაცთა უმრავლესობა, ორიენტაციის განურჩევლად, თავს უხერხულად გრძნობს, როცა პენისს უჩვენებენ. ამიტომ, როცა პენისს ვაჩვენებდი, ისინი ტრიალდებოდნენ და სწორედ ამ მომენტს ვიყენებდი“.