''აბერდინი'' - ''ჩიხურას'' მატჩის უცნობი კადრები
საჩხერის "ჩიხურა" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს მეორე რაუნდში გამოეთიშა. იმერლებმა თბილისში ნათამაშები 1-1-ის შემდეგ, "აბერდინთან" სტუმრად ვერაფერი გააწყვეს და შოტლანდიაში 5-0 განადგურდნენ.
იმერული გუნდის უმძიმესი მარცხის პირდაპირი რეპორტაჟი ქართველ გულშემატკივარს არ უხილავს, თუმცა ''აბერდინის'' ოფიციალურმა ვებგვერდმა მატჩის უცნობი კადრები განსხვავებული რაკურსით შემოგვთავაზა.
ფოტო/ვიდეო: afc.co.uk