გეიემ პსჟ-სთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა
სენეგალელი საყრდენი ნახევარმცველი იდრისა განა გეიე ''ევერტონიდან'' პსჟ-ში გადავიდა. ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ფეხბურთელმა კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აფრიკელი პარიზელთა ღირსებას 2023 წლამდე იცავს.
????✍️???? #WelcomeIdrissa
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) July 30, 2019
Le @PSG_inside est heureux d’annoncer l’arrivée dans son effectif d'@IGanaGueye ????
Le milieu de terrain a signé un contrat professionnel de 4⃣ ans, jusqu’au 30 juin 2023 ✔️
???????? #ICICESTPARIS
გეიე 2010-15 წლებში საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა და ''ლილის'' ღირსებას იცავდა. 2015 წელს გეიე ''ასტონ ვილას'' შეუერთდა, ერთი სეზონის შემდეგ კი ''ევერტონის'' შემადგენლობაში ჩაირიცხა.
გეიემ სენეგალის ეროვნულ ნაკრებში 2011 წლიდან მოყოლებული 64 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო. 2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გეიე სენეგალის ეროვნული გუნდის 23-კაციან განაცხადში მოხვდა.