ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

სიახლე 26.07.2019
A+ A- 19:17

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 26 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით საკრამენტოში გამართულკალიფორნია კლასიკ ლიგაშიიმუშავა, ხოლო შემდეგ ნევადაში გადაინაცვლა და ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზესაკრამენტო კინგსისსამწვრთნელო შტაბის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული.

ბოისას ამერიკაში გამგზავრება საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა დასაკრამენტო კინგსსშორის წარმოებული კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა. ამერიკულ შთაბეჭდილებებზე თავად ანატოლი ბოისა გვიამბობს:

  •  ანატოლი ბოისა დასაკრამენტოსგენერალური მენეჯერი, ლეგენდარული სერბი კალათბურთელი ვლადე დივაცი

თავდაპირველად მონაწილეობა მივიღე “კალიფორნია კლასიკ ლიგაში”, რომელშიც მასპინძელ საკრამენტო კინგსთან ერთად ლოს ანჯელეს ლეიკერსი, მაიამი ჰითი და გოლდენ სტეიტ უორიორსი ასპარეზობდა. საკრამენტოში რამდენიმე დღით ადრე ჩავედი და რამდენიმე ინდივიდუალურ ვარჯიშს დავესწარი, რაც ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის. ვნახე, როგორ უდგებიან საქმეს როგორც ფიზმომზადების, ისე ასისტენტი და მთავარი მწვრთნელები. ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია, რომელიც მწვრთნელებისა და მოთამაშეების ურთიერთობას ახლავს. ძალიან ბევრია დამოკიდებული მოთამაშეების პროფესიონალიზმზე. მწვრთნელს არ უწევს ბევრი ახსნა სათამაშო დეტალების, რადგან ყოველი მოთამაშე მაქსიმალურადაა კონცენტრირებული. მქონდა მჭიდრო ურთიერთობა “საკრამენტოს” გენერალურ მენეჯერ ვლადე დივაცთან, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მსაჯთა მოწვეული ეროვნული ინსტრუქტორის – დრაგან ნეშკოვიჩის მეგობარია და ყველაფერში გვერდით მედგა. 

 

  • თავდაპირველად იგეგმებოდა ჩემი მონაწილეობა მხოლოდ “კალიფორნია კლასიკ ლიგაში”, თუმცა საკრამენტო კინგსის ხელმძღვანელებთან კომუნიკაციის შემდეგ შევთანხმდით, რომ როგორც “საკრამენტოს” სამწვრთნელო შტაბის წევრი მონაწილეობას მივიღებდი ლას ვეგასის ცნობილ საზაფხულო ლიგაზე. ამ ყველაფერმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არ ველოდი, რომ ნბა-ს კლუბის სამწვრთნელო საკითხებში ასეთი აქტიური ჩართულობის უფლებას მომცემდნენ. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ლას ვეგასის ლიგაზე 2 მატჩის განხილვა მთლიანად მე მებარა. განხილვაში შედიოდა როგორც მეტოქე გუნდის სკაუტინგი, ისე ამის შესახებ გუნდთან მატჩის წინ საუბარი. ეს ჩემთვის იყო უდიდესი გამოცდილება და თავდაჯერება, რადგან ერთია, როცა ამას შენს მეგობრებთან აკეთებ და მეორე, როცა ამის გაკეთება გიწევს ნბა-ს მოქმედი მოთამაშეების წინ.

 

  • საკრამენტოს შემადგენლობაში შედიოდნენ დრაფტზე წლეულს არჩეული მოთამაშეები – ჯასტინ ჯეიმსი და კაილი გაი. ასევე გუნდთან ერთად იყვნენ ცნობილი მოთამაშეები – მარვინ ბეგლიჰარი გაილსი, იოჯი ფერელი, ბადი ჰილდი, დეარონ ფოქსი და ბოგდან ბოგდანოვიჩი. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიურ წნეხსაც ვგრძნობდი, რადგან ამ ცნობილ მოთამაშეებთან ერთად მატჩისწინა საუბარს ესწრებოდნენ საკრამენტოს მთავარი და ასისტენტი მწვრთნელებიც. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ძალიან კარგად გავართვი თავი, რაც ჩემთვის იყო ფასდაუდებელი, უდიდესი გამოცდილება. 

 

  • თამაშის დროს საკრამენტოს სხვა მწვრთნელებთან ერთად მოთამაშეების უკან მდებარე სკამზე ვიჯექი და ყველას ჩვენი მისია გვქონდა. დავუშვათ ერთს ებარა იმის ჩანიშვნა, თუ რამდენჯერ შევიდოდა მეტოქის მოთამაშე ჩვენს სამწამიანში და რა შედეგით დასრულდებოდა ეს შეტევა – ალეუპით ჩაგვიგდებდა, ჩატენიდა, ააცილებდა, პერიმეტრზე გაიტანდა ბურთს, თუ უბრალოდ, დაკარგავდა. თავიდან ამას ხელით ვითვლიდით, შემდეგ კი ალგორითმი მოიფიქრეს და კომპიუტერულად ვმართავდით მოედანზე მიმდინარე პროცესებს. 

 

  •  ანატოლი ბოისა ნბა- ცოცხალ ლეგენდასთან, ჯერი ვესტთან

 ლას ვეგასის საზაფხულო ლიგის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელთაგან    დავესწარი და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ორდღიანი ლექციები თემაზე: “როგორ უნდა  გახდე წარმატებული მწვრთნელი”. ლექციებს ატარებდნენ უდიდესი სპეციალისტები: ნბა-ს  მოქმედი ჩემპიონი “ტორონტოს” მწვრთნელი ნიკ ნერსი, დოკ რივერსი, ერიკ სპოლესტრა და    სხვები. ჩემთვის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯერი ვესტთანშეხვედრამ. ცოცხალ  ლეგენდას 5 წუთი გავესაუბრე და მან იცოდა საქართველოს შესახებ, ქართველი  კალათბურთელების გვარები დამისახელა. მან კარგად იცოდა გოგა ბითაძისშესახებ, რომელიც  წელს დრაფზე აირჩიეს და მის მომავალ კარიერაზე საკმაოდ მაღალი წარმოდგენის იყო. 

 

  • ლექციებს მწვრთნელებთან ერთად გუნდის გენერალური მენეჯერები, პრეზიდენტები, მფლობელებიც კი ესწრებოდნენ. შევხვდი “დალას მავერიკსის” მფლობელ მარკ კუბანს, ასევე ნბა-ს არაერთ ცნობილ პერსონას. თამაშებს სისტემატურად ესწრებოდნენ კონკრეტული გუნდების ვარსკვლავები. მაგალითად ლეიკერსის თამაშებზე დადიონდნენ ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი, ნიუ ორლეანსის თამაშებზე ლონზო ბოლი, ბრენდონ ინგრამი და სხვები. თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი მწვრთნელებთან ურთიერთობა, მათი ფილოსოფიის გაგება და მიღებული მითითებები იყო. ამიტომაც მეტად მწვრთნელებთან ვურთიერთობდი.

 

  • რაც შეეხება ჩემს სამწვრთნელო კარიერას, ამჯერად არაოფიციალურად, მაგრამ ვმუშაობ რუსთავის გუნდში გეორგიოს კეცელიდისის ასისტენტად და დავრჩები იქ, თუკი ეს გუნდი სუპერლიგაში დარჩება. თუ არადა, ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით შესწავლის პროცესში ვარ და ვივლი ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც, სადაც ილიას ზუროსისგან უდიდეს გამოცდილებას ვიღებ.

 

  • დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომ მაძლევს საშუალებას როგორც საქართველოში, ნაკრების მწვრთნელებთან ურთიერთობით მივიღო ცოდნა-გამოცდილება, ასევე მონაწილეობა მივიღო საერთაშორისო სამწვრთნელო აქტივობებში.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განაგრძობს თხრობას ქართული კალათბურთის გზის შესახებ – საიდან დაიწყო ქართული კალათბურთი, რა გზა გაირა დღემდე ...

კორი გროვსი ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ დიდი გულშემატკივარია. 17 წლის ბიჭუნას მეოთხე სტადიის სარკომა აქვს და ექიმების თქმით ერთი წლის სიცოცხლე...

იუტა - ლეიკერსი 96 – 121 მიმდინარე სეზონში „იუტა ჯაზს“ დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ დონოვან მიჩელი და კომპანია ჯერჯერობით ჩემპიონობის...

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მე-14 გამარჯვება მოიპოვა და „ოკლაჰომა სითი თანდერი“ მიმდინარე სეზონში მეორედ დაამარცხა. ნეით ...

გამთენიისას „ეითი ენდ თი ცენტრში“ ტეხასური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „სან ანტონიო“ და „ჰიუსტონი“ დაუპირის...

ნატალია ოთხმეზურის ზეშედეგიანი თამაში ამერიკის კოლეჯების ლიგაში. 19 წლის ქართველი გოგონა კასპერის კოლეჯის გუნდ “თანდერბერდში” გამოდის და ...

გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მორიგი შეხვედრა გამართა და საკუთარ კედლებში გერმანულ "ბამბერგს" შეერკინა. ქართვე...

NBA-ის მიმდინარე სეზონის მეექვსე კვირის საუკეთესო მოთამაშეებად "მილუოკი ბაქსის" მსუბუქი ფორვარდი, იანის ანტეტოკოუნმპო და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის" მ...

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიმდინარე სეზონში მეცამეტე გამარჯვება იზეიმა. გამთენიისას ნეით მაკმილანის გუნდი სტუმრად „მემფის გრი...

დეტროიტი - სან ანტონიო 132 – 98 ლოს-ანჯელეს „კლიპერსის“ დამარცხების შემდეგ, „სან ანტონიოს“ ქომაგებს იმედი მიეცათ, რომ გუ...

გასულ სეზონში იანის ანტეტოკოუნმპოსა და ჯეიმს ჰარდენს საუკეთესოობაზე ჰქონდათ პრეტენზია და მათი დუელი მიმდინარე სეზონშიც გრძელდება. „მილუოკის&ldqu...

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „ანდორასთან“ სტუმრად 82:97 დამარცხდა. თოკომ პარკეტზე 25:05 წუთი...

NBA-ს მორიგიშეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, რომელიც „ფილადელფიასთან“ სტუმრად 116:119 დამარცხდა. გოგამ პარკე...

„ჰიუსტონმა“ გამთენიისას „ატლანტას“ უმსაპინძლა და 158:111 დაამარცხა. შეხვედრაში რეკორდის ავტორი გახდა ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც 6...

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ NBA-ს მორიგი შეხვედრა ჩაატარა და უმძიმეს ბრძოლაში საკუთარ კედლებში ოვერტაიმში „ატლანტა ჰოუქსს&ldquo...

ევროლიგის მე-11 ტურში „ეფესმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და 104:75 გაანადგურა. შეხვედრაში ერთი ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. მასპინძე...

ვაგრძელებთ თხრობას საქართველოს ნაკრების კალათბურთელებზე, მათზე, ვინც 90-იან წლებში ბევრი სიხარული მოუტანა ქართველ გულშემატკივარს.  ამჯერად ვლადიმ...

ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად "პანათინაიკოსს" დაუპირისპირდა. ბერძნული გრანდი ფავორიტად მოიაზრებოდა და "პაომ" სტატუსი გაამ...

რეკომენდებული სიახლეები
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2010 წლის 14 ნოემბერს, მილანურ დერბიში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა მატერაცის წინააღმდეგ ისე იუხეშა, რომ იტალიელი უკანახაზელ...
05.12.2019
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "შევარდენზე" სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 40:33 დას...
05.12.2019
კორი გროვსი ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ დიდი გულშემატკივარია. 17 წლის ბიჭუნას მეოთხე სტადიის სარკომა აქვს და ექიმების თქმით ერთი წლის სიცოცხლე...
05.12.2019
Corriere dello Sport სერიოზულ სკანდალში გაეხვია. იტალიურმა გამოცემამ პარასკევს გასამართი „ინტერისა“ და „რომას“ ჯახი „შავ...
05.12.2019
ზლატან იბრაჰიმოვჩმა GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ისაუბრა. "იბრამ" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გააკრიტიკა და განაცხადა: "ვ...
05.12.2019
2019 წელს ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი გახდა. არგენტინელმა ვირჯილ ვან დეიკს 7 ქულით აჯობა. მესამეადგილოსანმა რონალდუმ 476 ქულა დააგროვა. მეოთხეზე...
05.12.2019
წამყვანმა მადრიდულმა გამოცემებმა AS-მა და Marca-მ „რეალის“ ქომაგებისთვის სამწუხარო სიახლე გაავრცელეს. კოჭის ტრავმის გამო ედენ აზარი &bdquo...
05.12.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
05.12.2019
ტოკიოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში ქართველმა გოგონებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. 11-12 წლამდელთა კატეგორიაში მაია ბოჭორ...
05.12.2019
ლიონელ მესი თვლის, რომ სადიო მანეს არ გაუმართლა და ოქროს ბურთის გამოკითხვაში სენეგალელი უფრო მაღალ პოზიციას იმსახურებდა, ვიდრე მეოთხე ადგილია. "ლა პულ...
05.12.2019
გერმანული Bild-ი მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც „ზალცბურგის“ ნორვეგიელი ტალანტის ერლინგ ჰალანდის შეძენა იანვრის...
05.12.2019
უკანასკნელი სიახლეები