Aa
Aa

ლეგენდარული მოკრივე ავტოავარიით გარდაიცვალა

მსოფლიო კრივმა დიდების დარბაზის წევრი - პერნელ ვიტაკერი დაკარგა. ვიტაკერი 55 წლის ასაკში ვირჯინიას შტატში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

თვითმხილველებმა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოიძახეს, თუმცა ვიტაკერი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ამერიკელი მოკრივე მსუბუქ წონაში ასპარეზობდა და კარიერის განმავლობაში გამართული 46 ბრძოლიდან 40 თავის სასარგებლოდ დაასრულა. ვიტაკერმა 1984 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. პერნელ ვიტაკერი ჟურნალმა რინგმა 1989 წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა.

ცხელი ამბები