Aa
Aa

ედერ მილიტაო "რეალში" პირველი პრესკონფერენციისას შეუძლოდ გახდა

21 წლის ბრაზილიელი მცველის, ედერ მილიტაოს, მადრიდის "რეალში" წარდგენა უსიამოვნოდ დასრულდა. მილიტაო პრესკონფერენციისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და დარბაზი დატოვა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, როცა უცებ საუბარი შეწყვიტა, წყალი მოსვა და თავი ჩახარა, რის შემდეგაც ლაპარაკის გაგრძელება ვეღარ შეძლო და დარბაზიდან თანმხლებ პირთან ერთად გავიდა.

"სამეფო კლუბს" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. 

"რეალმა" ედერ მილიტაო "პორტუდან" შეიძინა და მის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელი პორტუგალიურ კლუბში გასულ ზაფხულს "სან პაულოდან" 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები