მორიგი სამარცხვინო ფაქტი კოპა ამერიკაზე - ბრაზილიელებმა პერუს ვარჯიშის საშუალება არ მისცეს
Aa
Aa

მორიგი სამარცხვინო ფაქტი კოპა ამერიკაზე - ბრაზილიელებმა პერუს ვარჯიშის საშუალება არ მისცეს

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკა საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობს. სკანდალური მსაჯობა, რომელიც ნახევარფინალში იყო ჯერ კიდევ განხილვის თემად რჩება.

ბრაზილიასა და არგენტინას შორის გამართულმა მატჩმა მიმდინარე ტურნირს დაღი საბოლოოდ დაასვა.

ცალკე თემაა მინდვრის საფარის მდგომარეობა, რომელიც ყველა სტადიონზე არსებობს და გუნდების თამაშის ხარისხზე პირდაპირ ისახება.

დღეს მორიგი უსიამოვნო და შეიძლება ითქვას სამარცხვინო ფაქტი დაფიქსირდა. ფინალამდე 2 დღით ადრე პერუს ნაკრებს "ფლუმინენსეს" სტადიონზე უნდა ევარჯიშა, ყველაფერი წინასწარ იყო გაწერილი, თუმცა ბაზაზე მისვლისას მათ მოედანი დაკავებული დახვდათ, ამის შესახებ კი პერუელები არავინ გააფრთხილა.

პერუელებს საათით მოცდა მოუწია. საბოლოოდ მათ არასრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარეს, რის შემდეგაც მათ გასახდელი ოთახების გამოყენების საშუალებაც არ მისცეს.

პერუ მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს "ბოტაფოგოს" ბაზაზე გამართავს და საინტერესოა რა ბედი ელით მათ ამჯერად...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები