დათუნაშვილი:''LGBT სამკლაურს გავიკეთებდი.. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ''
Aa
Aa

დათუნაშვილი:''LGBT სამკლაურს გავიკეთებდი.. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ''

ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა გადაცემა Factori LIVE-ში სტუმრობისას LGBT თემზე ისაუბრა.

- რა აზრის ხართ 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ჩატარებასა და აღლუმებზე?

- ადამიანი თავისუფალია. ვისაც რა უნდა ის უნდა აკეთოს კანონის ფარგლებში.

- LGBT თემის სამკლაურს თუ გაიკეთებდი?

-  არ შემოუთავაზებიათ, კი გავიკეთებდი.

- საზოგადოების გაკიცხვის არ შეგეშინდებოდა?

- საზოგადოება ადამიანს ბევრ რამეში უხლის ხელს, რომ რაღაცები გამოხატოს. ზოგადად რასაც ფიქრობ, ის უნდა გააკეთო, ჩემი აზრით ასეა. მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ, რომ სწორია. თუ ვიცი, რომ საზოგადოების აზრი არასწორია, არ გავითვალისწინებ.

შეგახსენებთ, ზურაბ დათუნაშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა. დათუნაშვილმა საქართველოს პარლამენტში რუსი კომუნისტის გამოჩენის ფაქტი ძალიან უარყოფითად შეაფასა.

ცხელი ამბები