Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ახალი რეკორდია! - აშშ-მ ტაილანდს გადაურბინა

ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, აშშ-სა და ტაილანდის მატჩისას, ტურნირის რეკორდი დამყარდა. ამერიკელებმა ტაილანდელები 13:0 გაანადგურეს, რაც როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე არასდროს მომხდარა.

შეხვედრის პირველი ტაიმი 3:0 დასრულდა, მეორე ნახევრის საწყის 11 წუთში ამერიკამ 4 გოლი გაიტანა, რასაც ბოლო 16 წუთში გატანილი 6 გოლი, 13-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება და მსოფლიოს ახალი რეკორდის დამყარება მოჰყვა.

ამერიკელთაგან 5 გოლი ალექს მორგანმა შეაგდო, რომელიც მხოლოდ მეორე ქალბატონია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ მატჩში ამდენი გოლის გატანა შეძლო.

ამერიკის ქალთა ნაკრები მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონია, 4-ჯერ ოლიმპიადა აქვს მოგებული, საკუთარ კონტინენტზე კი უამრავი პრესტიჟული ტიტულისა თუ ჯილდოს მფლობელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები