მჭედლიძე იტალიურ კარიერაზე:''ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი...''
Aa
Aa

მჭედლიძე იტალიურ კარიერაზე:''ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი...''

საფეხბურთო კლუბ ''ემპოლის'' ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელმა გიბრალტართან მატჩის შემდეგ ქართულ მედიასთან საუბარში დაადასტურა:''ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ კლუბს დავტოვებ, თუმცა ჩემი ახალი გუნდის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, საკითხი არ გარკვეულა.''

29 წლის ლევან მჭედლიძემ პროფესიული კარიერის უდიდესი ნაწილი ''ემპოლიში'' გაატარა. იტალიურ კლუბში 2008 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე ასპარეზობდა, თუმცა მცირე ხნით იჯარის წესით ''პალერმოში'' იასპარეზა, ეს იყო 2008-09 წლებში.

საერთო ჯამში მჭედლიძემ სერია ა-ში 75 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები