1968 წლის შემდეგ, ფედერერი
Aa
Aa

1968 წლის შემდეგ, ფედერერი "როლან გაროსის" 1/2 ფინალის ყველაზე უხუცესი მონაწილეა

როჯერ ფედერერი საფრანგეთის ღია პირველობის 1/2 ფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა. „მაესტრომ“ თანამემამულე სტენ ვავრინკა 3 საათსა და 35 წუთში - 7:6; 4:6; 7:6; 6:4 დაამარცხა.

ფედერერი „როლან გაროსის“ ისტორიაში მეორე ყველაზე ასაკოვანი ნახევარფინალისტი გახდა, რეკორდი პანჩო გონსალესს ეკუთვნის, რომელმაც 1968 წელს, იგივე სტადიაზე 40 წლის ასაკში ითამაშა.

„მხიარული როჯერი“ მომდევნო წრეში რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალური ეტაპი სეტის წაუგებლად გადალახა. „მატადორმა“ კეი ნიშიკორი ყველა საჩოგბურთო ასპექტში დაჯაბნა და მხოლოდ 5 გეიმი დაუთმო - 6:1; 6:1; 6:3.

ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის 1/2 ფინალში მეთორმეტედ ითამაშებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ რაფას შვეიცარიელისთვის 2014 წლის იანვრის შემდეგ არ მოუგია, თუმცა უშუალოდ თიხის საფარზე 13:2-ს ამარცხებს. ჩოგბურთელებს თიხაზე 2012 წლის რომის მასტერსის შემდეგ აღარ უთამაშიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები