პსჟ-მ ტუხელთან 2021 წლამდე გაახანგრძლივა
უძლიერესმა ფრანგულმა კლუბმა პსჟ-მ მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. გერმანელი სპეციალისტი კლუბს 2018 წლის ზაფხულიდან წვრთნის.
Communiqué du club - @TTuchelofficial
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) May 25, 2019
2018-19 წლების სეზონში პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული პრიზი პარიზულმა გუნდმა ისტორიაში მერვედ მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში პსჟ-ს საფრანგეთის თასის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ''რენისთან'' შეხვედრაში პენალტების სერიაში დამარცხდა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პსჟ მერვედფინალში ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' დამარცხდა. ასე რომ ტუხელის გუნდი სამ ტურნირზე ასპარეზობდა და მხოლოდ ერთი მოიგო.