Aa
Aa

პატივისცემა ლუის ჰემილტონს!

ლუის ჰემილტონმა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბიჭუნას მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. ჰარი შოუ ძვლის კიბოს იშვიათ ფორმას ებრძვის და ექიმების თქმით ერთი კვირის სიცოცხლე აქვს დარჩენილი...

5 წლის ბიჭუნა ჰემილტონის დიდი ქომაგია და ესპანეთის გრან-პრის წინ ლუისს წარმატება უსურვა. ბრიტანელის თქმით შოუს მიმართვამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და დამატებითი მოტივაცია მისცა. ბარსელონაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი ჰარის საჩუქრები გაუგზავნა, რომელთა შორის ფორმულა ერთის ბოლიდი და ესპანეთის გრან-პრის თასიც იყო.

ჰემილტონმა ჰარის შესახებ რბოლის შემდეგაც ისაუბრა და განაცხადა: „დღეს ბიჭუნა სახელად ჰარისგან წერილი მივიღე და იგი ჩემ მფარველ ანგელოზად იქცა. დილით რომ გავიღვიძე საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი და არ ვიცოდი დღევანდელ რბოლას როგორ ჩავატარებდი. შემდეგ მისი შეტყობინება ვნახე და ყველაფერი შეიცვალა“.

„შთაგონების წყაროს ვეძებდი და ბარსელონაში მოპოვებული წარმატება სწორედ ჰარის მივუძღვენი. ცოტა ხანში მადლობის წერილს გავუგზავნი და ვეცდები მისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო“.

ჰემილტონის გეგმამ გაამართლა. ჰარი ძალიან ბედნიერი იყო და თავს მშვენივრად გრძნობდა...   

ცხელი ამბები