კონტეს პირველი ტრანსფერი
Aa
Aa

კონტეს პირველი ტრანსფერი "ჩელსიში"...

ლონდონის "ჩელსის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ლურჯების" შემადგენლობის სათავისოდ გადახალისებაზე ზრუნვა აქედანვე დაიწყო. 

გავრცელებული ცნობით, კონტემ "არისტოკრატთა" ხელმძღვანელებს "ინტერის" ხორვატი შემტევის ივან პერიშიჩის ტრანსფერი დაუკვეთა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, პერიშიჩი "ჩელსისთვის" იდეალური ვარიანტია და მის სათამაშო გეგმასაც ზედმიწევნით ერგება.

ლონდონელთა ფინანსურ რესურსს თუ გავითვალისწინებთ ამ გარიგების ალბათობა მართლაც საკმაოდ მაღალია, მით უმეტეს, რომ ჩვენი ბრიტანელი კოლეგებიც ამ ტრანსფერის მაღალ ალბათობაზე საუბრობენ. ისინი კი იშვიათად, თუ უსაფუძვლოდ, ხელმოსაჭიდის გარეშე რაიმეს იტყვიან...

შეგახსენებთ, რომ ხორვატი "ინტერში" 2015 წელს გერმანული "ვოლფსბურგიდან" გადავიდა. 

ცხელი ამბები