Aa
Aa

"სამეფო კარის თამაშები" "ნიუკასლისა" და "ლივერპულის" მატჩის წინ

რამდენიმე საათის წინ ბრიტანულ პრესაში „ნიუკასლისა“ და „ლივერპულის“ მატჩის კომენტატორის მიერ შეხვედრის დაწყებამდე გაჟღერებული ფრაზები გავრცელდა. როგორც მოგეხსენებათ ერთ-ერთი პოპულარული სერიალი, „სამეფო კარის თამაშები“ დასასრულს უახლოვდება და მატჩის წამყვანმა პარალელი სწორედ ამ სატელევიზიო შოუსთან გაავლო.

„ჯადოსნური საგა დასასრულს უახლოვდება და სულ მალე პრემიერ ლიგის ახალი მეფე კუთვნილ გვირგვინს დაისაკუთრებს. დღეს იურგენ კლოპი თავის წითელ დრაკონებს „სენტ ჯეიმს პარკის“ გადასაბუგად გზავნის, რათა რკინის ტახტზე კიდევ ერთი გრძელი ღამე გაატაროს“.

„წაგების შემთხვევაში ჩრდილოეთში „ლივერპულის“ ტრიუმფის შანსები ისე გაცამტვერდება, როგორც დოთრაკების კავალერია“.

„რაფა ბენიტესმა კჰალ სენტ ჯეიმსს დაუჩოქა. მანამდე კი „ენფილდზე“ მეფობდა და ევროპული სამეფოების დაპყრობა მოახერხა. ბენიტესი თავის არმიას სთხოვს ბრიენ ტართელის მსგავსად ბოლომდე იბრძოლოს და იმედი აქვს აიოზე სტარკი (აიოზე პერესი) გადამწყვეტ დარტყმას განახორციელებს, რომელიც ბენიტესის ყოფილი კლუბის ოცნებებს დაამსხვრევს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები