ბაქოს გრანდ სლემზე 10 ქართველი იჭიდავებს
Aa
Aa

ბაქოს გრანდ სლემზე 10 ქართველი იჭიდავებს

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ბაქოში გასამართი გრანდ სლემისათვის ოფიციალური შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩვენს გუნდს 10 ფალავანი წარმოადგენს.

60 კგ.-მდე წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე იჭიდავებენ, 81 კგ.-მდე - ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი, 90 კგ.-მდე - ლაშა ბექაური და ავთანდილ ჭრიკიშვილი, 100 კგ.-მდე - ბიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე, ხოლო +100 კგ.-ში - გელა ზაალიშვილი და გიორგი ზაქარიაძე.

როგორც ხედავთ, შემადგენლობა გვარიანად გადახალისებული და თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებსაც ეძლევათ. რაც შეეხება 66 და 73 კგ.-მდე წონით კატეგორიებს, იქ საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ეყოლება.

ბაქოს გრანდ სლემი მაისის მეორე კვირას, კონკრეტულად - 10-12 მაისს გაიმართება.

ცხელი ამბები