Aa
Aa

"თამაში განაგრძე და არასდროს დაასრულო" - ფედერერი მაიამის ღია პირველობის ჩემპიონია!

37 წლის ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა მაიამის ღია პირველობის ფინალში ამერიკელი ჯონ ისნერი ორ სეტში 6:1, 6:4 დაამარცხა და კარიერაში 101-ე ტიტული მოიგო!

"მხიარულმა როჯერმა" ფინალი 1 საათსა და 3 წუთში დაასრულა. შვეიცარიელმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ფინალი უბრალო ვარჯიშად აქცია.

20 დიდი სლემის მომგებმა ფედერერმა მაიმის ღია პირველობა კარიერაში მეოთხედ მოიგო.

შეხვედრის მშვენება - ფედერერის საოცარი დარტყმა და გაშეშებული ისნერი

"შეხვედრა საოცრად დავიწყე, რამაც შემდეგში მშვიდად ყოფნის საშუალება მომცა. ძალიან ბედნიერი ვარ, აქ პირველად 1999 წელს ვითამაშე, ახლა კი 2019 წელია და კვლავ აქ ვარ. ჯონ ისნერი ბრწყინვალე ჩოგბურთელია და მისი ტრავმის გამო ვწუხვარ.  მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ". - განაცხადა ტიტულის მიღების შემდეგ ფედერერმა.

როჯერს არც ჯონ ისნერი ჩამორჩა და მის მიმართ საკმაოდ თბილი კომენტარი გააკეთა: "როჯერ, შენი აქ ყოფნით ყველანი ბედნიერები ვართ, თამაში განაგრძე და არასდროს დაასრულო".

შეგახსენებთ, რომ 101-ე ტიტულის მოგების შემდეგ როჯერ ფედერერი აბსოლუტურ რეკოდთან ერთი ნაბიჯით ახლოს მივიდა. შვეიცარიელი ჯიმი კონორსს უკვე 8 ტუნრინით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები