Aa
Aa

"უფრო მეტი ვიდრე მატჩი" - World Rugby-ის სიუჟეტი რუსეთი საქართველოს შეხვედრაზე

როგორც მოგეხსენებათ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში უკვე ჩემპიონის რანგში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა კრასნოდარში რუსეთი 22:6 დაამარცხა.

ეს იყო "ბორჯღალოსნების" 21-ე გამარჯვება რუსების წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ხუთივე შეხვედრა მოიგო.

ამ შეხვედრას World Rubgy-ის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა და მას სპეციალური სიუჟეტიც მიუძღვნა, რომელიც ასე დაასათაურა - უფრო მეტი ვიდრე მატჩი.

სიუჟეტში ჩანს მზადება მატჩამდე, მილტონ ჰეიგისა და მორაგბეების კომენტარები და რა თქმა უნდა, ყველაფერი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით სრულდება.

ასევე იხილეთ - ემოციური კადრები და მძიმე ისტორია - სტერლინგმა გოლი ლეიკემიით გარდაცვლილ 13 წლის ბიჭს მიუძღვნა 

ცხელი ამბები