Aa
Aa

"ის ეგოისტი და ხარბია" - კარაგერმა სალაჰი მკაცრად გააკრიტიკა

პრემიერლიგის გასულ ტურში "ლივერპულმა" დანის პირზე გაიარა. იურგენ კლოპის გუნდმა ლონდონში "ფულემთან" 2:1 გაიმარჯვა, თუმცა ეს გარკვეულწილად გამართლების ხარჯზე მოახერხეს.

პირველ ნახევარში "წითლები" მანეს გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მომენტების განიავება დაიწყეს. ეს განსაკუთრებით მოჰამედ სალაჰზე ითქმის, რომელიც წელს საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა.

სალაჰი ბევრ მომენტს აფუჭებს და გუნდი ამის გამო დასჯის ზღვარზეა ხოლმე. ასე იყო ამჯერადაც. 74-ე წუთზე "ფულემმა" გაათანაბრა და "მერსისაიდელები" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მარცხთან ახლოსაც იყვნენ, რომ არა ლონდონელთა ესპანელი კიპერის სერხიო რიკოს უაზრო თამაში და პენალტი.

მილნერის ზუსტი დარტყმით კლოპის გუნდმა სამი ქულა მოიპოვა, თუმცა მათი თამაში ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს.

ხსენებული შეხვედრის შემდეგ "ლივერპულის" ყოფილმა მოთამაშემ ჯეიმი კარაგერმა Sky Sports-ის ეთერში მუჰამედ სალაჰი გააკრიტიკა და მას ეგოისტი უწოდა.

"ის ეგოისტი და ხარბია, ეს ეჭვგარეშეა. მისი საქმე მომენტების შექმნა და გოლების გატანა არის.

ის ორჯერ, თუ სამჯერ ხელსაყრელ სიტუაციაში იყო და თავის აწევა მართებდა. უნდა დაენახა თუ რა ხდებოდა მის ირგვლივ".

კარაგერმა სადიო მანე შეაქო, რომელიც ბოლო შეხვედრებში მოედანზე მთავარ როლს ასრულებს.

"მიყვარს რასაც ის აკეთებს. ის მხოლოდ პასს არ აკეთებს და შემდეგ იმავე ადგილას არ დგას. მანე გადაცემის შესრულების შემდეგ შეტევას მიყვება და საჯარიმოში სივრცეს ეძებს, პოზიციას იგებს და გოლიც გადის.

ეს არის მოთამაშე, რომელიც ახლა ნამდვილად "წითელია"!"

ასევე იხილეთ - ვატო არველაძე: ''რაიოლა დამეხმარება თუ თავს დიდებულად წარმოვაჩენ''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები