რონალდუ სისწრაფის შესანარჩუნებლად მსხვერპლზე მიდის
Aa
Aa

რონალდუ სისწრაფის შესანარჩუნებლად მსხვერპლზე მიდის

როგორც მოგეხსენებათ პირველი, რაც ასაკის მატებასთან ერთად ფეხბურთელს აკლდება - ეს სისწრაფეა. ამ პრობლემასთან საბრძოლველად, მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მეტად ორიგინალური რამ მოიფიქრა. უმაღლეს დონეზე წარმატებულად თამაშის გაგრძელების მიზნით, მან საკუთარ დიეტასა და ფიზიკურ მომზადებაში ცვლილებები შეიტანა.

31 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ახალი დიეტის წყალობით 2015 წლის იანვრიდან კუნთოვანი მასის ორი კილოგრამი მოიკლო. შემცირებული კუნთოვანი მასა ფეხბურთელს მოქნილობასა და სისწრაფის შენარჩუნებაში დაეხმარება. ახლა კრიშტიანუ რონალდუ 78 კილოგრამს იწონის და აპირებს, რომ წონაში კიდევ უფრო დაიკლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები