Aa
Aa

ვინს კარტერმა რეჯი მილერს გადაასწრო

„ატლანტა ჰოუქსის“ კალათბურთელმა, ვინს კარტერმა, „მაიამი ჰითთან“ მატჩში ისტორიული შედეგი დააფიქსირა. „ჩატენვების მეფემ“ NBA-ის საუკეთესო მექულეთა სიაში მეოცე ადგილზე გადაინაცვლა და „ინდიანა პეისერსის“ ლეგენდას, რეჯი მილერს, გადაასწრო.

კარტერმა ფლორიდელების წინააღმდეგ პარკეტზე 25 წუთი გაატარა და საკმაოდ შედეგიანი გახლდათ. ვინსმა 11-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი და ამდენივე ჩაჭრა შესძინა.

42 წლის კალათბურთელის ანგარიშზე ამჟამად 25292 ქულაა და მეცხრამეტე ადგილზე მყოფ კარმელო ენტონის 259 ქულით ჩამორჩება.

კარტერი NBA-ში 21-ე სეზონს ატარებს. „ატლანტას“ მაისურით იგი პარკეტზე საშუალოდ 16 წუთსა და 12 წამს ატარებს და 6.8 ქულას, 2.5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას აგროვებს. აღსანიშნავია, რომ ვინსის წარმატებული თამაშის მიუხედავად „ჰოუქსი“ „მაიამისთან“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

ჯორჯიელები წელს აღმოსავლეთ კონფერენციის აუთსაიდერები არიან და 22 მოგებითა და 43 მარცხით მე-12 ადგილს იკავებენ.

ასევე იხილეთ - 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს შანსი ევროპის ჩემპიონატზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები