კასანო - ვანდას:
Aa
Aa

კასანო - ვანდას: "თქვენ ძალიან ბევრს ლაპარაკობთ" - შელაპარაკება პირდაპირ ეთერში

იტალიურ პრესაში, დაახლოებით ერთი თვეა, ყველაზე ცხელ თემად მაურო იკარდის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რჩება. არგენტინელი ფორვარდის მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა კი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ადამიანია. ფაქტია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებით ნარამ სერიოზული პიარი გაიკეთა. 

ვანდა ერთ-ერთი იტალიური გადაცემის, "ტიკი-ტაკას" წამყვანია, რომელიც საფეხბურთო ამბებს შედარებით "ყვითლად" აშუქებს. აღნიშნული გადაცემის გუშინდელი სტუმარი ანტონიო კასანო გახლდათ, რომელმაც იკარდის აგენტი პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა და ფეხბურთელის პრობლემების მთავარ მიზეზად დაასახელა.

"ადამიანი, რომელმაც იკარდის გარშემო ეს საშინელი მდგომარეობა შექმნა სწორედ ვანდაა. მოდით პირდაპირ ვთქვათ, თქვენ (მიმართავს ვანდას) ძალიან ბევრს ლაპარაკობთ და ამისთვის სოციალურ მედიასაც იყენებთ. თუკი "ინტერმა" მას სამკლაური ჩამოართვა, საამისოდ მიზეზიც ექნებათ, აუსილიო, მაროტა, სპალეტი და ჟენი გიჟები არ არიან.

აქ კიდევ ერთი რაღაცაა, იკარდის მუხლის დაზიანება მანამდე არ ჰქონია, სანამ კაპიტნის სამკლაურს არ ჩამოართმევდნენ. როცა 20 წლის ვიყავი, სპალეტიმ ტოტის შემდეგ "რომას" ვიცე-კაპიტნად დამნიშნა, თუმცა მალევე მითხრა, რომ ეს სტატუსი აღარ მექნებოდა, რადგან სამაგალითო არ ვიყავი. თუკი ის იკარდისთან მიმართებითაც ასე მოიქცა, მიზეზი ექნება". - განაცხადა კასანომ პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები