Aa
Aa

ესპანეთის მსაჯთა ასოციაციამ შეცდომები აღიარა

„კოპა დელ რეის“ ფინალურ შეხვედრას, სადაც ერთმანეთს „რეალისა“ და „ბარსელონას“ საკალათბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ, დიდი რეზონანსი მოჰყვა.

სპორტული სამყაროს ნაწილმა შეხვედრის არბიტრები ბოლო წამებზე მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა. „სამეფო კლუბის“ მესვეურები კი იმ შემთხვევაში თუ მსაჯები შეცდომებს არ აღიარებდნენ, ჩემპიონატის დატოვებით იმუქრებოდნენ.

რამდენიმე საათის წინ ესპანეთის მსაჯთა ასოციაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა.

„კოპა დელ რეის“ ფინალურ მატჩთან დაკავშირებით მსაჯთა ასოციაციას სურს განაცხადოს".

"პირველი - მატჩის მიწურულს დაშვებულ შეცდომებს ვაღიარებთ".

"მეორე - მზად ვართ ამ შეცდომებთან დაკავშირებით ACB-ის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ".

"მესამე - ჩვენ თანხმობას ვაცხადებთ ACB-სთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ, რათა მსაჯობის საუკეთესო დონეს მივაღწიოთ".

"მეოთხე - ჩვენ მსაჯთა კოლექტივის მიმართ მაქსიმალურ ნდობას გამოვხატავთ".

"ჩვენი არბიტრები, რომლებიც ACB-ის შეხვედრებს სჯიან, უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან, რაც საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული ფაქტია. ისინი მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებში და გათამაშებებში იღებენ, თუმცა ადამიანები არიან და შეცდომებს უშვებენ. შეცდომებს, რომლებიც ზიანს გვაყენებენ და ჩვენზე გავლენას ახდენენ. ზუსტად ამიტომ ვმუშაობთ და ყოველკვირეულად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი რამ თავიდან ავირიდოთ".

"ეს ყველაფერი ჩვენ ზიანს გვაყენებს, რადგან კალათბურთი ძალიან გვიყვარს და ამ საკითხთან დაკავშირებით მასმედიის განხილვის საგნად და დამნაშავის სტატუსით ყოფნა უსიამოვნოა".

"ეს ყველაფერი ჩვენზე გავლენას ახდენს, რადგან თითოეულ გუნდს, მოთამაშეს და გულშემატკივარს პატივს ვცემთ და ნებისმიერი შეცდომის უკან მსაჯი დგას. პიროვნება, რომელიც ყველაზე მეტად იტანჯება, რადგან თავად შეცდა".

"გულწრფელად ვისურვებდით ასეთი რამ არასდროს განმეორდეს, რათა კალათბურთით სიამოვნების მიღება შევძლოთ".

ასევე იხილეთ - მამუკა გორგოძე: "ეროვნული ნაკრების სახელით თამაში მომენატრა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები