მამუკა გორგოძე:
Aa
Aa

მამუკა გორგოძე: "ეროვნული ნაკრების სახელით თამაში მომენატრა"

საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი მამუკა გორგოძე რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს გასული წლის დეკემბერში დაუბრუნდა.

ფრანგულმა ვებ გვერდმა Rugbyrama-მ გორგოძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ქართველმა მორაგბემ რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა:

დაბრუნების შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?

დასვენება ყველასთვის კარგია, განსაკუთრებით მათთვის ვინც ბევრი ითამაშა. რეაბილიტაციის შემდეგ დიდი და სერიოზული სამუშაო გავწიეთ. პერსონალურად ბედნიერი ვარ, წარსულზე საუბარი არ მსურს.

თქვენი დაბრუნება იმაზე ადრე შედგა ვიდრე იგეგმებოდა. რაშია თქვენი საიდუმლო?

დაბრუნების უდიდესი სურვილი მქონდა. მე ჩემს ორგანიზმს ვუსმენ. როდესაც ვგრძნობ, რომ მწყობრში ვარ, ტრავმის შესახებ იმწამსვე ვივიწყებ.

ვფიქრობ, ეს ზოგიერთი მოთამაშისთვის პრობლემას წარმოადგენს. მათ ტრავმის გამეორების ეშინიათ.

მე ყოველგვარი შიშის გარეშე დავბრუნდი და თუ ისევ მივიღებ ტრავმას, ეს პრობლემა არ არის. ამაზე არ ვფიქრობ.

2017 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულეთ. მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოების გამო უკმარისობის განცდა ხომ არ გეუფლებათ?

რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების სახელით თამაში მომენატრა. თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ტრავმებიც სწორედ ამ დროიდან დამეწყო.

სანაკრებო კარიერა, რომ გამეგრძელებინა ტრავმების მეტი რისკი იქნებოდა. ამჟამად საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს.

ახალგაზრდებით დაკომპლექტებული. მსოფლიო ჩემპიონატზე ძლიერი გუნდები იქნებიან და ჯგუფში ადვილი თამაშები არ იქნება.

ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია - ეს გუნდი არ დანებდება.

თქვენ აგრესიული მოთამაშის რეპუტაცია გაქვთ. ამაზე რას იტყვით?

არ მესმის რატომ მაქვს ასეთი იმიჯი. როდესაც მოედანზე ვინმე დამარტყამს, ძირს ნამდვილად არ დავეცემი. ეს სირცხვილია, რადგან ჩანს, რომ ჩვენ ფეხბურთს დავემსგავსეთ.

თუ ვინმე დამარტყამს, ან ჩხბუს დაიწყებს, ამ დროს რა ვქნა დავეცე? ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში არასდროს, არავინ დამიჩაგრავს. მე ყოველთვის ვცემდი პასუხს.

ასაკის მატებასთან ერთად უფრო დინჯი გავხდი.

ასევე იხილეთ - ნემსაძის პასუხი რუსებს: "მოედანზე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ყველაფერი იქ გამოჩნდება"

ცხელი ამბები