Aa
Aa

ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ვაჟთა 500-იან საჩოგბურთო ტურნირს გამოეთიშა. ჰიონ ჩუნთან მიღწეული წარმატების შემდეგ ნიკა უნგრელ მარტინ ფუქსოვიჩი დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა კარგად დაიწყო და პირველი სეტის მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა 5:4-ზე საკუთარი მოწოდება დათმო. საწყისი პარტიის გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელიც ნიკამ პირწმინდად დათმო და 7-1 დამარცხდა.

მეორე სეტში ბასილაშვილს ბევრი არაფერი გამოუვიდა. ნიკამ ერთადერთი გეიმი აიღო და საბოლოოდ 6:7 (1-7), 1-6, წააგო.

ნიკამ 5 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე 32-დან 20, ხოლო მეორეზე 37-დან 16 ქულა აიღო. ბასილაშვილმა ერთადერთი ბრეიკი შეასრულა, ფუქსოვიჩმა კი იგივეს გაკეთება 4-ჯერ შეძლო.

უნგრელის მომდევნო მეტოქე იაპონელი, კეი ნიშიკორი, იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები