კორონერმა სალას გარდაცვალების ოფიციალური დასკვნა გამოაქვეყნა
რამდენიმე საათის წინ, კორონერმა ავიაკატასტროფის შედეგად ემილიანო სალას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გამოაქვეყნა.
არგენტინელი ფეხბურთელი ჩამოვარდნის შედეგად თავის მძიმე დარტყმისა და სხეულის (ტანის წინა ნაწილის) დაზიანების შედეგად იქნა გარდაცვლილი.
კორონესის დასკვნის შედეგად ვიგებთ, რომ სალას გადარჩენის მცირე შანსიც კი არ ჰქონია. ფეხბურთელი სავარაუდოდ ჩამოვარდნიდან რამდენიმე წუთშივე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს რადარიდან გამქრალი თვითმფრინავის პოვნა თითქმის ორკვირიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მოხერხდა.
არგენტინაში დაბადებული 28 წლის ფეხბურთელი გასულ თვეში ''ნანტიდან'' პრემიერლიგის კლუბში გადავიდა. მას ასევე უთამაშია ''ბორდოში,'' ''ნიორსა'' და ''კაენში.''
ფეხბურთელის სანაცვლოდ უელსურმა კლუბმა 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რაც ''კარდიფის'' ისტორიაში სარეკორდოა.
მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა შორის სალა 12 გოლით მესამე ადგილზე გავიდა. ის მხოლოდ მბაპესა და ნიკოლას პეპეს ჩამორჩა.

ასევე იხილეთ - მბაპეს ღირსეული ჟესტი დაკარგული პილოტის პოვნის მიზნით