''გენტის'' მთავარი მწვრთნელი: ''ჩაკვეტაძის ტრავმა საგანგაშო არაა''
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ''გენტის'' მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა ბელგიურ მედიასთან ისაუბრა. დანიელი სპეციალისტის თქმით 19 წლის ფეხბურთელის ტრავმა საგანგაშო არაა.

''ჩაკვეტაძეს გამოკვლევა რამდენჯერმე ჩაუტარდა, რამაც აჩვენა, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ''მუსკრონთან'' მატჩს გამოტოვებს, რადგან აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს და თამაშისთვის მზად არაა. ის უახლოეს პერიოდში დაგვიბრუნდება.''
????️Jess Thorup: "Chakvetadze onderging enkele scans en onderzoek wees uit dat alles terug in orde is. Maar nu moet hij natuurlijk terug opbouwen en daarom kan hij niet spelen dit weekend. Maar hij zal redelijk snel in de wedstrijdkern terugkeren." #kaagent
— Stefan Smet (@Stefan_gent) February 8, 2019
შეგახსენებთ, ბელგიის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩაკვეტაძეს გასული წლის მიწურულს მიღებულმა ტრავმამ თავი შეახსენა და ბელგიის ჩემპიონატის გასული ტურის შეხვედრა ''ბრიუგესთან'' გამოტოვა.
რაც შეეხება ჩაკვეტაძის ქართველ თანაგუნდელ გიორგი ქვილითაიას, მას ''გენტის'' პირველ გუნდში არ ათამაშებენ და ''გენტის'' 21 წლამდე გუნდში იასპარეზა. სავარაუდოდ, ქვილითაიას უთამაშებლობა დროის საკითხია, რადგან ტრავმის გამო სეზონის პირველი ნახევრის უდიდესი ნაწილი გაუცდა და ''გენტის'' პირველ გუნდში უახლოეს პერიოდში ვიხილავთ.
Nipte nederlaag voor onze beloften in Genk (maar kans op revanche nu donderdag). A-kernspelers @SmetThibault, Eric Smith en Georgi Kvilitaia deden mee om matchritme op te doen. Meer over de stand en volgende matchen via https://t.co/NsnO2KCE1U pic.twitter.com/zJpozZ0jnu
— KAA Gent (@KAAGent) February 5, 2019