ჰარი კეინმა და დელე ალიმ ვარჯიში განაახლეს
Aa
Aa

ჰარი კეინმა და დელე ალიმ ვარჯიში განაახლეს

„ნისლიან ალბიონზე“ „ტოტენჰემის“ გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი ტაბლოიდების ცნობით „დეზების“ წამყვანმა ფეხბურთელებმა, ჰარი კეინმა და დელე ალიმ ვარჯიში განაახლეს.

კეინი და ალი მოედანზე გასვლას კოჭის და ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო ვერ ახერხებდნენ. ინგლისის ნაკრების კაპიტანს წესითა და რიგით მარტამდე არ უნდა ეთამაშა, თუმცა ალისთან ერთად ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა და მაურიციო პოჩეტინო გაახარა.

აღნიშნული დუეტის დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. კეინისა და ალის გარდა „ტოტენჰემს“ ბენ დევისი, ერიკ დაიერი და ვინსენტ იანსენიც აკლია.

მიუხედავად სერიოზული საკადრო პრობლემებისა „დეზებმა“ პრემიერ ლიგის უკანასკნელი სამი შეხვედრა მოიგეს და ლიდერებთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელები ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობენ. მერვედფინალის პირველი შეხვედრა 13 თებერვალს, „უემბლიზე“, გაიმართება. „ტოტენჰემი“ „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები