დილიან უაითი: „ენტონი ჯოშუასთან ორთაბრძოლა გამოირიცხა“
Aa
Aa

დილიან უაითი: „ენტონი ჯოშუასთან ორთაბრძოლა გამოირიცხა“

ენტონი ჯოშუას მომდევნო ოპონენტის ვინაობა ცნობილი ჯერ კიდევ არაა. სავარაუდო კანდიდატთა შორის რამდენიმე მოკრივის სახელი ფიგურირებს, მაგრამ როგორც ჩანს ჯოშუა ჯარელ მილერს დაუპირისპირდება.

ენტონის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს დილიან უაითთან აწარმოებდნენ, თუმცა მისი დაყოლიება ვერ მოახერხეს. ეს ინფორმაცია დილიანმაც დაადასტურა და ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა: „ჯოშუასთან ორთაბრძოლა გამოირიცხა. რამდენიმე ვარიანტი მაქვს. 20 აპრილს სავარაუდოდ ალექსანდრ პოვეტკინს, ლუის ორტისს ან დომინიკ ბრაზილს დავუპირისპირდები“.

ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა კი დაადასტურა, რომ მილერთან შერკინება სულ მალე გაოფიციალურდება: „სავარაუდოდ ენტონი ჯოშუას და ჯარელ მილერის ორთაბრძოლა ზაფხულში, ნიუ იორკში, გაიმართება. უაითთან შედარებით მილერი ნაკლებად ცნობილი მოკრივეა, მაგრამ მასთან შერკინების ჩატარება ენტონის ამერიკის ბაზრის კარს გაუღებს და მეტ პოპულარობას მოუტანს“.

ასევე იხილეთ - ტაქტიკური ანალიზი: "Mad Max"-ის ახალი "იუვე" - ყველაზე მძლავრი იარაღი ევროპაში?

ცხელი ამბები