ტაქტიკური ანალიზი: "Mad Max"-ის ახალი "იუვე" - ყველაზე მძლავრი იარაღი ევროპაში?

სიახლე 03.02.2019
A+ A- 20:34

ევროპაში არ მოიძებნება გრანდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება „იუვენტუსზე“ მეტად უნდა.

ტურინელებმა 1996 წლის ტრიუმფის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში ხუთჯერ ითამაშეს და ხუთივეჯერ დამარცხდნენ.

„ბებერი სინიორას“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სერია ა-ს აზრი საბოლოოდ დაუკარგა.

გუნდიდან კონტეს წასვლის შემდეგ „იუვემ“ ქვეყნის ჩემპიონატი კიდევ ზედიზედ 5-ჯერ მოიგო. ჯამში კი ბოლო 7 წელია ტურინელები პირველობას არავის უთმობენ.

სკუდეტო, კოპა იტალია, სუპერ თასი - ეს ტიტულები „იუვენტუსისთვის“ ყოველდღიურ ჩვეულებად იქცა. „ბებერ ქალბატონს“ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს და მეტი არაფერი.

სწორედ ამიტომ ტურინელებმა კრიშტიანუ რონალდუ შეიძინეს.

შეცდომა, რომელიც ალეგრიმ წლევანდელ სეზონში გამოასწორა

„მედ მაქსი“ უდაოდ უმაღლესი დონის ტაქტიკოსია და ამას ის ყოველ სეზონში გვიმტკიცებს, თუმცა ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შეძლო და შეიძლება ითქვას, მას საამისოდ წელს ბოლო შანსი ეძლევა.

ალეგრი ტრიუმფთან ახლოს ორჯერ იყო, თუმცა ორივე შემთხვევაში ფინალში სრულიად დამსახურებულად დამარცხდა.

ტურინელთათვის ყველაზე მტკივნეული „რეალთან“ ზედიზედ ორი ჯახის დათმობა იყო. 2017 წლის ფინალი და 2018 წლის მეოთხედფინალის პირველი მატჩი.

შეხვედრები, რომელშიც ალეგრიმ ზიდანთან ტაქტიკური ბრძოლა წააგო. და რატომ მოხდა ეს?..

ბოლო წლებში ასეთი დონის მატჩებში, როდესაც ერთმანეთს ორი გრანდი ერკინება და ორივე მათგანი საბრძოლო შემადგენლობით არის, დიდწილად იმარჯვებს ის ვისაც უფრო ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს და ვინც მეტად აკონტროლებს ბურთს. ეს ფაქტია.

შესაძლოა რამდენიმე წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო, თუმცა გადავხედოთ ბოლო წლების ჩემპიონთა ლიგას, ზოგადად ევროტურნირებს და დავინახავთ, რომ ეს მოსაზრება სწორია.

ალეგრიმ 2017 წლის ფინალში „რეალის“ წინააღმდეგ აი ასეთი შემადგენლობა გაიყვანა.

ერთი შეხედვითაც თვალშისაცემია მადრიდელთა უპირატესობა ნახევარდაცვაში. ზიდანის გუნდმა „იუვე“ უბურთოდ დატოვა და ლოგიკურია, რომ მეტი მომენტიც შექმნა, რაც საბოლოოდ ტაბლოზეც აისახა.

შეიძლება ასეთი ტაქტიკით, სადმე ვინმესთან გაძვრე და მოიგო, მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აქ ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია და ყველა დეტალი იჩენს ხოლმე თავს.

„რეალი“ მოედანზე 4 ნახევარმცველით იყო, ხოლო „იუვენტუსი“ 2-ით. კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი და ისკო - ხედირა-პიანიჩის წინააღმდეგ.

ცენტრში გამთამაშებლად ჩამოწეული დიბალა ბევრს ვერაფერს შვებოდა, ბურთს ხშირად კარგავდა, მას ვერ ანაწილებდა და მატჩიც ლოგიკურად დასრულდა.

ზოგადად, დიბალა არ არის არც მესი, არც პირლო და არც პოგბა. ის არ არის ნახევარმცველი და ამ პოზიციაზე ასეთი დონის შეხვედრაში მისი გამოყენება შედეგს ნაკლებად მოიტანს.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ეს გუნდები ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდნენ და როცა ყველა დიდებულ დაპირისპირებას ელოდა, ტურინული მატჩი „რეალის“ მოულოდნელად მარტივი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ხსენებულ შეხვედრაში ალეგრის გუნდი ზუსტად იგივე მიზეზით დამარცხდა, როგორც ფინალში.

მადრიდელებმა ტურინელები მოედნის ცენტრში დაჩაგრეს, ბურთი გაუკონტროლეს და ნორმალურად შეტევის საშუალება არ მისცეს.

„ბებერი ქალბატონის“ თამაში უმალვე აირია და ქაოსური გახდა. ეს კი ნახევარდაცვაში არსებული უპირატესობის დამსახურება იყო.

ყველას კარგად ახსოვს განმეორებითი შეხვედრა მადრიდში, სადაც მწვრთნელმა შეცდომა გაანალიზა და გუნდი მოედანზე 4-3-3 სქემით გაიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო.

მართალია „იუვენტუსი“ ორი მატჩის ჯამში საბოლოოდ მაინც დამარცხდა (3-4), მაგრამ მადრიდული მატჩის შედეგი ქომაგებში, თუ პროფესიონალებში დღემდე დიდ დავას იწვევს...

ალეგრიმ 2018-2019 წლების სეზონის დაწყებისთანავე გამოკვეთა, რომ მისი გუნდის მთავარი მამოძრავებელი რგოლი ნახევარდაცვა იქნებოდა.

„მედ მაქსი“ პრაქტიუკლად ყველა შეხვედრაში 3 ცენტრალური ნახევარმცველით თამაშობს და წინა წლებთან შედარებით ტურინელები გაცილებით სოლიდურად და დომინანტურად გამოიყურებიან.

ტაქტიკა: 4-3-3-ის ორი ვერსია - ალეგრის ახალი იუვე - ყველაზე მძლავრი იარაღი ევროპაში?

როგორც უკვე ზემოთ ვისაუბრეთ, იტალიელმა სპეციალისტმა ნახევარდაცვას ერთი კაცი დაამატა და მის გუნდს ბურთის კონტროლი გაუმარტივა.

წლევანდელ სეზონში „იუვე“ გრძელ გადაცემებს იმდენად ხშირად აღარ იყენებს როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.

გუნდში ბონუჩის დაბრუნებისა და ჟოაო კანსელოს შეძენის შემდეგ, ალეგრის 5 მცველიანი სისტემის გამოყენება აღარ უწევს და „მედ მაქსმა“ გაცილებით უფრო კომფორტული 4-3-3 აირჩია.

მატუიდი-ბენტანკური-პიანიჩის ტრიო მოედნის ცენტრში ბურთს აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, შეტევაში მყოფ სუპერ სამეულს დიბალა-რონალდუ-მანჯუკიჩს უკან დახევა და შეტევების სიღრმიდან დაწყება არ სჭირდება.

ალეგრის გუნდი მოედნის ცენტრში მოქმედების შემდეგ, შეტევებს ფლანგებზე შლის, საიდანაც მოვლენები პირდაპირ საჯარიმოსკენ ვითარდება.

ასეთი სტილი იტალიელმა სპეციალისტმა თავის ხელთ არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე აირჩია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ბებერ ქალბატონს“ სხვა არჩევანი არ აქვს.

„იუვენტუსი“ ევროპაში ყველაზე მრავალფეროვნად დაკომპლექტებული გუნდია.

კრიშტიანუ რონალდუს შეძენის შემდეგ, მარიო მანჯუკიჩი მოედანზე თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს.

ხორვატი ტარანი, პორტუგალიელს საჯარიმოდან ფლანგზე პოზიციას ხშირად უცვლის, მათ სიახლოვეს კი პაულო დიბალა მოქმედებს.

ალეგრის გუნდში ფლანგებს განაპირა მცველები აკონტროლებენ, რაც ფორვარდებს საჯარიმოსთან სამოქმედოდ მეტ დროსა და საშუალებას აძლევს.

ასეთ დროს კი რონალდუსგან მსგავსი რაღაცები არის ხოლმე მოსალოდნელი...


 

რაც არ უნდა მრავალფეროვანი იყოს „იუვეს“ თამაში, მათი ყველაზე სახიფათო და მძლავრი იარაღი საჯარიმოს მიმართულებით გაგზავნილი მაღალი გადაცემებია, რომელსაც რონალდუ და მანჯუკიჩი ელოდებიან.

ამ ორი ფორვარდის საჯარიმოში ერთდროულად მოქმედება მეტოქე გუნდის მცველებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია, რაც ხშირად გოლით სრულდება.


 

რაც შეეხება დიბალას. არგენტინელს ტურინელთა თამაშში კრეატივის შეტანა ევალება. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუს მოსვლის შემდეგ, გუნდში მისმა როლმა იკლო, ალეგრი ამ ტრიოს მაინც ნომერ პირველ ვარიანტად განიხილავს.


 

თუმცა არის სათადარიგო გეგმაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, „იუვეს“ ფლანგებიდან შეტევა უყვარს და საამისოდ მათ სათადარიგო სკამზე დუგლას კოშტა და ხუან კუადრადო ჰყავს.

ასეთ შემთხვევაში დიბალა სკამზე რჩება და მის ადგილს ძირითადში ხშირ შემთხვევაში კოშტა იკავებს, რომელიც კანსელოსთან ერთად მარჯვენა ფლანგს გაცილებით აგრესიულს ხდის.

მოედნის ცენტრში კი ბურთის კონტროლის მოყვარული ბენტანკურის ნაცვლად, უფრო მეტად ხისტი და მოძრავი ემრე ჯანი მოქმედებს.

ალეგრის თადარიგში გამოცდილი სამი ხედირა და ამბიციური ფედერიკო ბერნარდესკიც ჰყავს. ამ ყველაფრის ფონზე „მედ მაქსს“ შემადგენლობისა და სქემის შეცვლის რამდენიმე ვარიანტი აქვს.

„ბებერი ქალბატონის“ სუსტი მხარე

ამ ერთი შეხედვით უნაკლო გუნდს აქვს რამდენიმე მინუსი, რომლის გამოყენებაც საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ ამას ვინმე შეძლებს „იუვენტუსის“ დამარცხების კარგი შანსი ექნება.

ალეგრის გუნდის პლუსებზე უკვე ვისაუბრეთ. ძლიერი თავდასხმის ხაზი, მეორე სართულზე ორთაბრძოლები და ფლანგური გარღვევები - რა მოხდება, თუ ტურინელთა მეტოქე რონალდუ-მანჯუკიჩის დუეტს გაანეიტრალებს და როგორც წელს ხშირად ხდება ხოლმე, თამაში არც დიბალას წაუვა?..

მიმდინარე სეზონში ტურინელები პრაქტიკულად არ მარცხდებიან. იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუნდი წაგებასთან ახლოს იყო, თუმცა კლასის ხარჯზე სამი ქულის მოპოვება მაინც შეძლო.

ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერთან“ საშინაო წაგება უფრო უიღბლობის დამსახურებაა, ვიდრე მოურინიოს გუნდის.

მიმდინარე სეზონში პირველად - „იუვენტუსმა“ შეხვედრა დათმო, რომელშიც უშანსოდ დამარცხდა. ეს ბერგამოში იტალიის თასზე მოხდა, სადაც ტურინელები 0:3 განადგურდნენ.

„ატალანტამ“ მრისხანე მეტოქეს ბურთი არ დაუთმო, აქტიურად იყენებდა პრესინგს, რამაც შედეგი გამოიღო.


 

ალეგრის გუნდის წინააღმდეგ წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა სწორედ ასე თამაში გახლავთ.

ნახევარდაცვა ლიდერის გარეშე

პიანიჩი, მატუიდი, ბენტანკური, ხედირა, ჯანი და პლუს ბერნარდესკი - გვარები უდაოდ ვარსკვლავურია, თუმცა არცერთი მათგანი არ არის არც პოგბა და არც პირლო.

ალეგრის მოედნის ცენტრში არ ჰყავს იმ დონის მოთამაშე, რომელსაც დაეყრდნობა და დირიჟორობას დაავალებს.

როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, თუ მეტოქე ტურინელთა მრისხანე თავდასხმის ხაზს გაანეიტრალებს, ასეთ დროს თამაში ნახევარდაცვიდან უნდა გამწვავდეს და პრობლემაც სწორედ აქ არის...

ბურთის კონტროლისა და პოზიციური შეტევების დროს, ასევე დაცვით ფუნქციებშიც "ბებერი ქალბატონის" ნახევარდაცვა უნაკლოა.

"იუვენტუსის" ნახევარდაცვა და ზოგადად მთელი გუნდი, ჩვენს მიერ ხსენებული პრობლემის წინაშე ჯერ არ დამდგარა და საინტერესოა, რა მოხდება ასეთ დროს... ამ ყველაფერს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ვნახავთ და უმჯობესია, დასკვნების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ და მოახლოებულ დიდ მატჩებს დაველოდოთ.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - "იუვენტუსი" სერია ა-ში უკონკურენტოა და მთელი სეზონის განმავლობაში ტურინელები სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე თამაშობენ. ასეთ დროს კი გუნდი ტონუსიდან ვარდება და დუნდება, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ცუდად სრულდება ხოლმე.

შეჯამება: აი ბურთი და აი მოედანიც - ახლა უკვე ყველაფერი თქვენზეა

მიუხედავად ბევრი მოსაზრებისა და შეხედულებისა 2018-2019 წლების "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" ერთად უპირველეს ფავორიტად ითვლება.

"ბებერი ქალბატონი" ფავორიტებს შორის აქამდეც იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ 4-5 გუნდს შორის სახელდებოდა. ახლა კი ვითარება შეიცვალა და 2 მთავარ ფავორიტს შორის მოიაზრება, რაც ცალსახად რონალდუს დამსახურება გახლავთ.

კრიშტიანუს ტრანსფერი ერთია და მისი ისე მომაკვდინებლად გამოყენება, როგორც "რეალი" იყენებდა სულ სხვა რამ გახლავთ.

მრავალფეროვანი და კარგად შეიარაღებული "იუვენტუსი" წლის პირველ გამოცდას "ატლეტიკოსთან" ჩააბარებს, რომელიც ასევე არნახულად მოტივირებულია.

2 წაგებული ფინალის შემდეგ, წელს ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩს სწორედ "როხიბლანკოს" "ვანდა მეტროპოლიტანო" უმასპინძლებს და დიეგო სიმეონეს გუნდის გეგმებში მერვედფინალიდან გამოვარდნა ნამდვილად არ შედის.

"მედ მაქსის" გუნდმა პირველი გამოწვევა მიიღო - ახლა უკვე დროა, რომ სიტყვებსა და ვარაუდებს ხორცი შეესხას და ყველაფრის პასუხი მოედანზე ვნახოთ.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ლონდონის „ჩელსისა“ და „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი, ნიკოლა ანელკა დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავი, კრი...

“პარი სენ-ჟერმენი” არა მხოლოდ პაულო დიბალას გადაბირებით, არამედ მირალამ პიანიჩის შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Calciomercato და...

ფედერიკო კიეზას ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება. აპენინური გამოცემების თქმით, ფეხბურთელის აგენტმა, &bdquo...

კატალონიური Sport-ი ტურინულ Tuttosport-ზე დაყრდნობით წერს, რომ „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ივან რაკიტიჩისა და ემრე ჯანის გაცვლი...

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიურ ტელეარხ TVI-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო. 34 წლის სუპერვარსკვლავს ერთ-ერთი კითხვა კარიერ...

ესპანურ პრესაში ნეიმარის სამომავლო გეგმები აქტიური განხილვის საგანია. ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ ყოველდღიურად ახალი ცნობები ვრცელდება. „ნეის...

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ ნეიმარისთვის ბრძოლაში ტურინის „იუვენტუსი“ ჩაერთო. &bdqu...

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ კეტრინ მაიორგას, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს, თანხა გადაუხა...

მაურიციო სარიმ გასულ კვირას "იუვენტუსის" რამდენიმე ვარჯიში გააცდინა, რასაც "ტრიესტინასთან" გამართული ამხანაგური მატჩის გამოტოვებაც მოჰყვა. დღეს საბოლო...

ვეტერანი განელი ფეხბურთელი, ჟუნიორ აგოგო, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც 2015 წელს მიღებულ ინსულტს უკ...

CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც "ბარსელონასა" და "ბეტისის" ჯახის წინ ერნესტო ვალვერდეს ამოცანებზე საუბრობს....

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...

ლონდონის „ჩელსისა“ და „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი, ნიკოლა ანელკა დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავი, კრი...

Calciomercato-ს ინფორმაციით საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, „პარი სენ-ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმას შეძენითაა დაინტერესებული და წინადადებას ამ...

“პარი სენ-ჟერმენი” არა მხოლოდ პაულო დიბალას გადაბირებით, არამედ მირალამ პიანიჩის შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Calciomercato და...

ესპანური გამოცემა AS იუწყება, რომ „სპორტინგს“ ბრუნო ფერნანდეშის გასხვისება სურს და პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე „რეალ...

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკო“ ანხელ კორეას გაყიდვის შემთხვევაში დანი ოლმოს ტრანსფერზე იმუშავებს. როგორც ცნობილია არგენტინელი შე...

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი, თურქულ „ტრაბზონსპორს“ შეუერთდა. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრა...

ფედერიკო კიეზას ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება. აპენინური გამოცემების თქმით, ფეხბურთელის აგენტმა, &bdquo...

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ნაპოლის“ მიერ მაურო იკარდისთვის დათქმული ვადის ამოწურვის გამო, კლუბი მის შეძენას აღარ ეცდება და ფერნა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, ქალაქ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად...

„ტობოლის“ ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკვესკირი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს 2 შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ნიკას ხერხემალსა და მენჯს შორის დამაკავ...

Amazon Prime-მა სერხიო რამოსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. თავად ნამუშევრის გამოსვლამდე კი 20 დღეზე ოდნავ მეტი რჩება...

ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, ხავიერ სავიოლამ, „ბარსელონაში“ რონალდინიოსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა და ბრაზილიელი ფეხბურ...

იტალიური „რომას“ ბოსნიელმა ფორვარდმა, ედინ ჯეკომ, „ჯალოროსის“ რიგებში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა. ჯეკოს განცხადებით, გადამწყვე...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს&l...

რეკომენდებული სიახლეები
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
21.08.2019
25 წლის რუსი მძლეოსანი მარგარიტა პლავუნოვა ტამბოვში მორშანსკის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. გვამი ქუჩაში ადგილობრივებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატ...
22.08.2019
ესპანეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ნეიმარის ბედი კი ჯერ არ გარკვეულა. ბრაზილიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად „ბარ...
21.08.2019
„კლაიდის“ 50 წლის მთავარმა მწვრთნელმა, დანი ლენონმა „სელტიკის“ ახალგაზრდული გუნდის დამარცხებაში "დიდი" წვლილი შეიტანა. შოტლანდ...
21.08.2019
„ბასკონიას“ კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველი კალათბურთელი ბასკური გუნდის წინასასეზონო სამზადისს...
21.08.2019
მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბრიტანელ ჰეზერ უოტსონთან სენსაციური, მაგრ...
21.08.2019
მსოფლიოში პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორ Pro Evolution Soccer-ის ახალ, 2020 წლის გამოშვებაში საქართველოს ნაკრებსაც ვიხილავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ...
21.08.2019
ცოტა ხნის წინ „ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა Athletic-სთვის მიცემულ ინტერვიუში იურგენ კლოპის მონოლოგი გაიხსე...
21.08.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
21.08.2019
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
22.08.2019
საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...
22.08.2019
უკანასკნელი სიახლეები