ტაისონ ფიურის ღირსეული ჟესტი
ნაომი ნაიტონი 26 წლის ქალბატონია, რომელსაც ექიმებმა ლეიკემიის იშვიათი ფორმა დაუდგინეს. სამწუხაროდ მისი გადარჩენა შეუძლებელია.
ნაიტონის ოჯახმა გოგონას უკანასკნელი სურვილების ასასრულებლად საჭირო ფინანსების მოსაძიებლად კამპანია წამოიწყო. ნაომის უნდა დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ მის საპატივცემულოდ წვეულება გამართონ და საფლავის ქვა დაამზადონ, რათა შვილს მასთან მისვლა შეეძლოს...
აღნიშნულ კამპანიას ტაისონ ფიურიც გამოეხმაურა. ბრიტანელმა მოკრივემ გოგონას ოჯახს ვიდეომიმართვა გაუგზავნა და ნაომის ხელმოწერილი ხელთათმანი უსახსოვრა.
„გამარჯობათ, მე ტაისონ ფიური ვარ. ხელთათმანს ხელი ახლახანს მოვაწერე და ნაომის ვუგზავნი, რათა სურვილების ასრულებაში დავეხმარო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ალბათ ძალიან რთული პერიოდი გიდგათ და წარმოდგენა არ მაქვს რისი გადატანა გიწევთ. მინდა იცოდეთ, რომ გულით თქვენთან ვარ“.
„ღმერთმა დაგლოცოთ! იმედი მაქვს ჩემი ხელთათმანის სანაცვლოდ დიდ ფულს მიიღებთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“.
ბრიტანული პრესის ცნობით კამპანიის ფარგლებში დაახლოებით 7000 ფუნტი სტერლინგია შეგროვებული, რასაც ფიურის ხელთათმანის ღირებულება ემატება.