სენსაციური ცვლილებები მსოფლიო რაგბში
Aa
Aa

სენსაციური ცვლილებები მსოფლიო რაგბში

2022 წელს სანაკრებო რაგბიში მნიშვნელოვანი და რადიკალური ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, ექვსი ერის ტურნირსა და "რაგბი ჩემპიონშიფის" ტურნირი დაქვეითება-დაწინაურების სისტემით ჩატარდება.

დაგეგმილმა "ერთა ჩემპიონატმა" მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა ლოს-ანჯელესში, სადაც ექვსი ერის ბოსმა ბენჯამინ მორელმა ძალიან კონსტრუქციული საუბარი გამართა მსოფლიო რაგბის შეფებთან.

დაქვეითება და დაწინაურება ორ დივიზიონს შორის მოხდება. პირველ დივიზიონში იქნება ექვსი ერის და რაგბი ჩემპიონშიფის გუნდები, ასევე, ფიჯი და იაპონია (ჯამში 12).ამ დივიზიონის ქვემოთ უფრო დაბალი ლიგა იქნება, რომლის ორ გუნდსაც აღზევების შანსი ექნება. საქართველოს, გერმანიას, რუსეთს და მათ მსგავს გუნდებს საშუალება ექნებათ, ევროპის ჩემპიონატის მოგების მეშვეობით უმაღლეს დივიოზიონში დაწინაურდნენ. ასევე წყნარი ოკეანის ქვეყნების თასის გამარჯვებული, რომელიც კანადას, სამოას, ტონგას, აშშ-შორის გამოვლინდება და ამერიკის ჩემპიონი - ჩილეს, ურუგვაის და ბრაზილიის მონაწილეობით. 6 ერის და "რაგბის ჩემპიონშიფის" ქვეყნები ერთმანეთს რეგულარულ სეზონში ერთხელ შეხვდებიან. გუნდები პირველ ექვს თამაშს საკუთარი ჩემპიონატების გუნდებთან გამართავენ (6 ერის გუნდები ერთმანეთთან, რაგბი ჩემპიონშიფის გუნდები  - ერთმანეთთან), ხოლო შემდეგ ითამაშებენ სხვა ჩემპიონატის გუნდებთან სახლი-გასვლა პრინციპით. 3 შეხვედრა ზაფხულში გაიმართება, სამი კი - შემოდგომაზე. 6 ერი ძველ ფორმატს შეინარჩუნებს და ისევ თებერვალი-მარტში ჩატარდება. ივნისის ტესტების ფანჯარა შეიცვლება და ერთ ქვეყანაში სამტესტიანი მატჩების ნაცვლად სამ სხვადასხვა ქვეყანაში თითო-თითო ტესტ-მატჩი გაიმართება. ნოემბერში სამხრეთის ქვეყნები გამართავენ ტრადიციულ სამკვირიან ტურს ჩრდილოეთში. პლეი-ოფი შედგება საბოლოო ქულებით და ნახევარფინალისტები მეოთხე კვირაში გამოვლინდებიან, ფინალი კი მეხუთე კვირაში გაიმართება.“