Aa
Aa

ეგვიპტელი მოცურავე, რომელმაც საკუთარ ოცნებებზე უარი არ თქვა

ნაგვა გორაბი ეგვიპტელი მოცურავეა, რომელსაც შთამაგონებელი წარსული აქვს. მან ცურვა 4 წლის ასაკში დაიწყო, საერთაშორისო ასპარეზზე პირველი მედალი კი 68 წლის შემდეგ მოიპოვა.

დღესდღეობით გორაბი 76 წლისაა. მიუხედავად ამისა იგი ცურვაზე უარს არ ამბობს და კვირაში ხუთჯერ ვარჯიშობს. ის გახლავთ ადამიანი, ვისთვისაც ასაკი არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

„მე ყოველდღიურად ვამტკიცებ, რომ ასაკი გადაულახავი ბარიერი არ გახლავთ! მთავარი სურვილის ქონა და პოზიტიური დამოკიდებულებაა“.

14 წლის ასაკში გორაბმა ეგვიპტის ჩემპიონატი მოიგო და მისი ფოტოსურათი ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთშიც გახლდათ გამოტანილი. თუმცა მისი ოცნება ქვეყნის სახელით საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა იყო.

4 წლის შემდეგ მას პაუზის აღება მოუწია. ეგვიპტეში არსებული მთელი რიგი აკრძალვების გამო იგი ცურვას დროებით ჩამოშორდა, თუმცა ვარჯიში არ შეუწყვეტია. საყვარელ საქმიანობას გორაბი 2005 წელს დაუბრუნდა.

2014-ში პირველ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კანადაში გაიმართა და ორი მედალი მოიპოვა. მომდევნო წელს კი რუსეთში ორი ბრინჯაო დაიბევა.

გორაბი გახლავთ ადამიანი, ვისი ცხოვრებაც ამტკიცებს, რომ ოცნებებზე უარის თქმა გამართლებული ნაბიჯი არ გახლავთ და მიზნის მისაღწევად მუდამ მაქსიმუმის გაკეთებაა საჭირო.

ცხელი ამბები