დეონტეი უაილდერი: "ყველაფერი მალე გაოფიციალურდება"
დეონტეი უაილდერისა და ტაისონ ფიურის მატჩრევანშს კრივის თითოეული გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. პირველი შერკინების შემდეგ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი და ბევრი რამ მეორე შეხვედრაში გადაწყდება.
უცხოური გამოცემების ცნობით მოკრივეებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს და როგორც ჩანს ყველაფერი კარგად დასრულდება. ეს ინფორმაცია დეონტეი უაილდერმაც დაადასტურა.
ამერიკელმა ჩემპიონმა გულშემატკივრები Fighthype-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაახარა და განაცხადა: „ყველაფერი მალე გაოფიციალურდება! ორი კვირა ან ცოტა უფრო მეტი“!
„ამჟამად თითოეული დეტალის დაზუსტების პროცესში ვართ და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესახებ სულ მალე გამოვაცხადებთ. ასე რომ მოემზადეთ, კიდევ ერთი ეპიკური ორთაბრძოლის ჩატარებას ვგეგმავთ“.

უაილდერისა და ფიურის მატჩრევანში ენტონი ჯოშუას ბანაკს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ბრიტანელ ჩემპიონს დილიან უაითის ვარიანტიღა რჩება. ჯოშუას წარმომადგენლები მას დაუკავშირდნენ კიდეც, თუმცა ამ უკანასკნელმა წინადადებას სასაცილო უწოდა და განსაკუთრებით ფინანსური მხარე გააკრიტიკა.
ასევე იხილეთ - ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა - ქართველი ტალანტის წარმატებული მატჩი