ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა - ქართველი ტალანტის წარმატებული მატჩი
ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში ''კორტრიკი'' შინ ''გენტთან'' 1:2 დამარცხდა. გასული წლის 18 დეკემბრის შემდეგ ''გენტის'' მაისურით გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ტრავმა მოიშუშა და მიმდინარე წელს პირველი მატჩი ჩაატარა.

19 წლის ქართველი ტალანტი 67-ე წუთზე თამაშში ჩაერთო. მოედანზე გამოსვლიდან 9 წუთში ქართველმა ნახევარმცველმა მარცხენა ფლანგზე ტიბო დე სმეტის მისამართით გადაცემა შეასრულა, რომელმაც ბურთი მიიღო და გამარჯვების გოლი შეაგდო.
''გენტის'' 18-კაციან განაცხადში ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ვერ მოხვდა.
23 ტურის შემდეგ 16-გუნდიან ჩემპიონატში ''გენტი'' 37 ქულით მე-6 ადგილზეა.

ფოტო: kaagent.be