ჯარელ მილერი: "13 აპრილს ჯოშუა დილიან უაითს დაუპირისპირდება"
ენტონი ჯოშუას სამომავლო გეგმები კვლავ ბურუსითაა მოცული. რამდენიმე დღის წინ ბრიტანელი მოკრივის სავარაუდო მეტოქედ ჯარელ მილერი დასახელდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ყველაფერი უარყო.
ენტონის ბანაკის წევრები აცხადებდნენ, რომ ამერიკელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ The Sun-თან საუბრისას ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
ბრიტანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯარელმა მძიმეწონით დივიზიონში არსებული მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „ჯოშუას მომდევნო ოპონენტი ალბათ დილიან უაითი იქნება. ენტონის სურს მისი მეტოქე რინგზე სასაცილო ჰონორარის სანაცვლოდ გამოვიდეს. უაითმა ჩხუბზე უარი სწორედ ამიტომ განაცხადა და სიმართლე რომ გითხრათ, არც ვამტყუნებ. თუ ორთაბრძოლის ჩატარება გინდა მოწინააღმდეგეს ღირსეული შეთავაზება უნდა გაუკეთო“.

„რაც ჩეეხება ჩვენს ორთაბრძოლას, ვფიქრობ ერთმანეთის წინააღმდეგ რინგზე სექტემბერში გავალთ. დარწმუნებული ვარ 13 აპრილს ენტონი ჯოშუა დილიან უაითს დაუპირისპირდება“.
შეგახსენებთ, რომ ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილი მომდენო კვირაში უნდა გახდეს. ბრიტანელს დიდი არჩევანი ნამდვილად არ აქვს. უაილდერი და ფიური მატჩრევანშის ჩატარებას გეგმავენ და ერთადერთ ღირსეულ ოპონენტად სწორედ დილიან უაითი რჩება.