მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავეების პროტესტი გრძელდება
მოჭიდავეები, ვეტერანი სპორტსმენები და ფედერაციის წარმომადგენლები გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებენ და ჭიდაობის ფედერაციასთან შეიკრიბნენ.
Crystalsport.ge-სთან საუბარში ნუგზარ სხირელმა დათუნაშვილი გააკრიტიკა. სევე ჩვენ მოვახერხეთ ჩაგვეწერა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე და მსოფლიო ჩემიონი ზურა იაკობაშვილი.
შეგახსენებთ , რომ გეგა გეგეშიძე 22 იანვარს პოლიციაში დაკითხვის შედეგ დააკავეს.
სამართალდამცველები 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტს იკვლევენ, რა დროსაც ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.