კალაძე ჭიდაობის სკანდალზე: "ეს იყო ამაზრზენი, რაც ჩვენ სატელევიზიო ეთერში ვიხილეთ"
ქართულ ჭიდაობაში მიმდინარე უსიამოვნო მოვლენებს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
როგორც მოგეხსენებათ, სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს.
მომხდარ ფაქტს თბილისის მერი ამაზრზენს უწოდებს:
"ყველა ნორმალურად, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის როგორ უნდა იყოს მისაღები და დადებითი, რაც მოხდა?! ეს იყო ამაზრზენი, რაც ჩვენ სატელევიზიო ეთერში ვიხილეთ. მე როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს".