სოფია ფლორში დაბრუნებას გეგმავს
Aa
Aa

სოფია ფლორში დაბრუნებას გეგმავს

გასულ ნოემბერს ფორმულა სამში მოასპარეზე პილოტი, სოფია ფლორში, საშინელ ავარიაში მოყვა. 18 წლის გოგონამ სერიოზული დაზიანებები მიიღო და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

 

მიუხედავად წარსული გამოცდილებისა სოფიას ღირებულებები არ შეცვლილა. მისი ოცნება კვლავ ფორმულა ერთში მოხვედრაა და მიზნის მისაღწევად უკან დახევას არ აპირებს. სამომავლო გეგმების შესახებ ფლორშმა ამჯერად ITV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და საყვარელ სპორტში დაბრუნების სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

„ამჟამად შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები. სარეაბილიტაციო პერიოდმა კარგად ჩაიარა და ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“.

„ინციდენტის შემდეგ საკუთარი თავის უფრო მეტად მჯერა და ერთი სული მაქვს საყვარელ საქმიანობას როდის დავუბრუნდები“.

„იმედი მაქვს ბოლიდის მართვის უფლებას მარტის დასაწყისში მომცემენ".

18 წლის გერმანელი გოგონას ფავორიტი ლუის ჰემილტონია. ფლორშს სურს ერთ დღეს ბრიტანელთან ერთად პოდიუმზე წარსდგეს.

ცხელი ამბები