მენი პაკიაოს კარიერას საფრთხე ემუქრება
Aa
Aa

მენი პაკიაოს კარიერას საფრთხე ემუქრება

მენი პაკიაომ საიუბილეო, 70-ე ორთაბრძოლა შესანიშნავად ჩაატარა და ედრიენ ბრონერი ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხა. მოკრივეების კლასს შორის განსხვავება აშკარა იყო და ფილიპინელმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. სამწუხაროდ, ბრონერთან მოპოვებული წარმატება შესაძლოა „პაკმენისთვის“ საბედისწერო აღმოჩნდეს.

Yahoo Sports-ის ცნობით მენიმ ედრიენთან შეხვედრაში თვალის ბადურა დაიზიანა. ტრავმის სირთულე ბევრ რამეს გადაწყეტს, ფილიპინელის ბანაკში კი შიშობენ, რომ შესაძლოა პაკიაოს კარიერის დასრულება მოუწიოს. თუ საქმე სერიოზულადაა ძლიერი დარტყმის მიღების შემთხვევაში, დიდი ალბათობით იგი მარცხენა თვალში მხედველობას დაკარგავს...

აღსანიშნავია, რომ ბრონერი შეტევაზე იშვიათად გადადიოდა, თუმცა როგორც გაირკვა მომდევნო დღეს პაკიაოს თვალის ტკივილი და მხედველობის „დაბინდვა“ აწუხებდა.

ორთაბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მენი მზის სათვალით გამოცხადდა, მაგრამ ტრავმა არ უხსენებია. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ დასმულ კითხვას კი ასეთი პასუხი გასცა: „მენი პაკიაოს მოგზაურობა გრძელდება“.

ცხელი ამბები