ჩემპიონების ჯახში ჰენრი სეხუდომ იმარჯვა
ბრუკლინში რამდენიმე წუთის წინ UFC-ის მორიგი "ღამე" დასრულდა. ცენტრალური დაპირისპირება ორ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოსა და ტი ჯეი დილაშოუს შორის შედგა. ამ უკანასკნელმა წონა დაიგდო და მეორე საჩემპიონო ქამრის მოპოვება სურდა.
ორთაბრძოლა მოკლე გამოდგა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ჩხუბამდე აშკარა ფავორიტად ტი ჯეი დილაშოუ ითვლებოდა, თუმცა სეხუდომ შესანიშნავად იასპარეზა და საჩემპიონო ქამრის დაცვა მოახერხა.
HENRY CEJUDO DESTROYS TJ FOR THE FIFTH FASTEST STOPPAGE IN UFC HISTORY ????????
— Second Deck Sports (@2nddecksports) January 20, 2019
TJ Dillashaw ✅
Mighty Mouse ✅
AND STILL ✅#ufc #AndStill @HenryCejudo #UFC233 #UFC235 pic.twitter.com/cpaPrG0q77
ჰენრის სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად სულ რაღაც 32 წამი დასჭირდა. სეხუდომ მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.
ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ სეხუდომ დილაშოუს კიდევ ერთი შერკინების ჩატარება შესთავაზა, ოღონდ ამჯერად სასწორზე ტი ჯეის საჩემპიონო ქამარი უნდა ყოფილიყო.
Henry Cejudo beats T.J. Dillashaw with the fifth-fastest stoppage in UFC history. Unreal.
— Bleacher Report MMA (@BR_MMA) January 20, 2019
(via @UFC)pic.twitter.com/9UJgqtuoN4