Aa
Aa

ტოჩინოშინის სენსაციური მარცხი! - ქართველმა ოძეკმა დასანანი ორთაბრძოლა დათმო

ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე "ჰაცუ ბაშოს" მე-2 დღეს ნიშიკიგის დაუპირისპირდა, რომელიც მე-2 მაეგაშირაა და ტოჩინოშინთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი ჰქონდა.

ტოჩინოშინმა ორთაბრძოლა კარგად დაიწყო და შესამჩნევი უპირატესობა ჰქონდა, მავაშში ჩავლება აიღო და კარგი პოზიციიდანაც უტევდა, თუმცა მეტოქემ მისი კონტრილეთზე წამოგება შეძლო და დოჰიოდან გაიყვანა. 

შედეგად, ქართველ ოძეკს 2-დან 2 წაგება აქვს, იგი ფორმაში აშკარად არაა, რისი მიზეზიც ტრავმა გახლავთ. შეგახსენებთ, რომ გორგოძის "ჰაცუ ბაშოზე" ასპარეზობა საერთოდ საეჭვო იყო.

ტოჩინოშინი ტურნირის მომდევნო, მე-3 დღეს მიოგირიუს შეხვდება, რომელსაც საწყისი ორივე ორთაბრძოლა წაგებული აქვს. 

ცხელი ამბები