კონორი ხაბიბზე:
Aa
Aa

კონორი ხაბიბზე: "ის მსაჯთან ტიროდა, როგორც ნამდვილი ბო*ი"

კონორ მაკგრეგორი ბოლო პერიოდში გააქტიურდა და ჩვეულ სტილში ალაპარაკდა.

როგორც ცნობილია, კონორის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს პოლი მალინაჟისთან აწარმოებენ. ბრიტანული გამოცემების ცნობით ორთაბრძოლა კრივის წესებით გაიმართება და მაკგრეგორს საკუთარი სიძლიერის დადასტურების შანსი მიეცემა.

მაკგრეგორმა ამჯერად ხაბიბთან ორთაბრძოლა გაიხსენა და ნურმაგომედოვი ნამდვილ ბოზად მოიხსენია.

"მესამე რაუნდში ხაბიბს ვუთხარი, რომ ნუ წუწუნებდა. თითოეულ რაუნდში ის მსაჯთან წუწუნებდა. ეს მეოთხე რაუნდშიც კი გააგრძელა, რაც ჩემთვის იმედგამაცრუებელი იყო.

თუ ვინმეს მსაჯისთვის რამე ჰქონდა სათქმელი, ეს მე ვიყავი. პირველ რაუნდში მას 4 წუთი ეჭირა ჩემი ფეხი. ყოველგვარი ქმედების გარეშე.

მაგრამ ბრძოლა ბრძოლაა. ის მსაჯთან ტიროდა, როგორც ნამდვილი ბოზი.

ბოლო პერიოდში ვაკვირდები და ვხედავ, რომ ამ ბიზნესში (ბრძოლები) მყოფი ხალხიდან ბევრი ნამდვილი ნაგავია".

ცხელი ამბები