ხელბურთელებმა მალტაში მოგებით დაიწყეს
Aa
Aa

ხელბურთელებმა მალტაში მოგებით დაიწყეს

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მალტაში გამარჯვებით დაიწყო.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მასპინძელთა ნაკრები ანგარიშით 48-21 დაამარცხა.

ჩვენ გუნდს ცხოვრებაძემ ულიდერა , რომელმაც მეტოქეს 11 გოლი გაუტანა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კვიპროსმა აზერბაიჯანს  25-17 აჯობა.

დღეს ჯორჯე რაშიჩის გაწვრთნილი ხელბურთელები აზერბაიჯანს დაუპირისპირდებიან , ხოლო ხვალ საქართველოს მეტოქე კვიპროსისი გუნდი იქნება.

მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

ცხელი ამბები