საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში
დიდი პაუზის შემდეგ თბილისის სპორტის სასახლე ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს.
ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლები 7 წონით კატეგორიაში გათამაშდა.
თავისუფალ სტილით კატეგორიაში ჩემპიონები ედემი ბოლქვაძე , ნიკა კენჭაძე , სანდრო ამინაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე გახდნენ.
65 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ედემი ბოლქვაძემ ხინჩეგაშვილის ტურნირზე არ ყოფნა გამოიყენა და ამირან ვახტანგიშვილს მოუგო.
23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონმა ნიკა კენჭაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ტარიელ გაფრინდაშვილს დამარცხებით მოიპოვა.
სანდრო ამინაშვილმა 86 კილოგრამის ფინალში ტარზან მაისურაძე დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა.
97 კილოში კი ელიზაბრ ოდიკაძემ კი ფინალში 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 10:9 დაამარცხა.
ბერძნულ რომაულ სტილით ჭიდაობაში ჩემპიონები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
საქართველოს ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია , საჩინო დავიტაია და რობერტ კობლიაშვილი გახდნენ.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარი წურწუმიამ მეტოქეს ზურიკო მაჭარაშვილს იოლად 10:2 მოუგო.
67 კილოში საჩინო დავითაიამ მეტოქე მურადი მიქელაძე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 9:8 დაამარცხა.
დღის მთავარი შეხვედრა 87 კილში გაიმართა , სადაც ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ევროპის 2 გზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ასპარეზობდნენ. დაძაბული ბრძოლა ჩხუბის გამო შეწყდა და ჩემპიონობა კობლიაშვილმა მოიპოვა.
შეხვედრის მიმდინარეობის დროს , როდესაც ანგარიში 2:1 იყო კობლიაშვილის სასარგებლოდ, დათუნაშვილმა მსაჯების ქმედება გააპროტესტა.
რის შემდეგაც დარბაზში ჩხუბი დაიწყო.
ჭიდაობის ფედერაციამ ზურაბ დათუნაშვილი ჩემპიონატიდან მოხსნა.