ნიკი ლაუდა საავადამყოფოშია
Aa
Aa

ნიკი ლაუდა საავადამყოფოშია

ფორმულა ერთის ლეგენდარული პილოტი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ნიკი ლაუდა, საავადმყოფოში იმყოფება. ფილტვის გადანერგვიდან ხუთი თვის შემდეგ ავსტრიელ მრბოლელს გრიპი დაუდგინდა და მისი ჰოსპიტალიზირება აუცილებელი შეიქმნა.

როგორც ირკვევა 69 წლის ლაუდა იბიცაზე ისვენებდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ახლა გამოკვლევებს ვენაში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის.

გავრცელებული ინფორმაციით ლეგენდარული მრბოლელი ინტენსიური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი უკეთესობისკენ შემობრუნდა. ექიმების ცნობით ამჟამად ნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და იგი სამედიცინო დაწესებულებას კვირის ბოლოს დატოვებს.

ლაუდა ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პილოტია. ავსტრიელმა კარიერის განმავლობაში 25 რბოლა მოიგო და ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა. ნიკიმ საუკეთესოს სტატუსი „ფერარის“ და „მაკლარენის“ რიგებში დაისაკუთრა.

ცხელი ამბები